Breaking
Home » მთავარი » კინო » რას უნდა უყუროთ სინედოკზე

რას უნდა უყუროთ სინედოკზე

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

წელს, 12 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, რიგით მეხუთედ ჩატარდება სინედოკ თბილისი, საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ამ ტიპის კულტურული ღონისძიებაა. ფესტივალი წელს ხუთი ძირითადი თემის ირგვლივ ერთიანდება: სოლიდარობა, ვნება, ფანტაზია, რწმენა და იდენტობა, თუმცა მთავარი ფოკუსი სოლიდარობის და შრომითი ურთიერთობების, მუშათა კლასის პრობლემებზე დგას და ამ კუთხით რვა ფილმი იქნება წარმოდგენილი, იდენტობის თემის ირგვლივ კი, რაც მიგრაციის საკითხს ეხება და ევროპაში ემიგრანტების კრიზისზე რეფლექსირებს, 4 სურათის ნახვას შეძლებთ. სრული პროგრამა და ფილმების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე. ჩვენებები გაიმართება კინოთეატრებში რუსთაველი/ამირანი, სადაც ბილეთის ფასები 6 საათამდე სეანსებზე სამი ლარი, ხოლო 6 საათის შემდეგ 4 ლარი იქნება. განახლებულ კინოს სახლში ყველა სეანსზე ბილეთი სამი ლარი ეღირება, მზიურში ჩვენებებზე დასწრება უფასოა, ვაკის პარკის სივრცეში, Backstage 76, კი დასწრების ღირებულება ხუთი ლარი იქნება და ყოველი ფილმის დასასრულს დამატებითი აქტივობა გაიმართება. მოკლედ, გაათავისუფლეთ 12-დან 16 მაისამდე თქვენი კალენდარი და ჩერთეთ მსოფლიოში არსებული რეალობის შემეცნებით. ძალიან საინტერესო ნამუშევრებით დაკომპლექტებული პროგრამიდან ჩვენ წარმოგიდგენთ იმ სურათებს, რომლებზეც ყველაზე დიდ იმედებს ვამყარებთ და გირჩევთ, რომ არ გამოტოვოთ.

პარასკევი, 12 მაისი

longest run

15:00

The Longest Run (კინოს სახლი)

ფილმი არასრულწლოვანი ერაყელი და სირიელი ლტოლვილების შესახებ გვიყვება, რომლებიც საბერძნეთის ციხეში აღმოჩდნენ ქვეყანაში არალეგალი ემიგრანტების შეპარების გამო. გეოპოლიტიკურ კრიზისს ახალი პერსპექტივიდან, საკუთარი ქვეყნიდან ემიგრირებული და სხვა, უცნობ ქვეყანაში თავისუფლება აღკვეთილი ბავშვების პრიზმიდან დავინახავთ, რამაც წესით მაყურებელს საშუალება უნდა მიცეს, რომ საკითხისადმი მგრძნობელობა უფრო გაეზარდოს.

Normal-Autistic-Film_1

20:00

Normal Autistic Film (ამირანი, მესამე დარბაზი)

ფილმი აუტისტი ბავშვების შესახებ მოგვითხრობს. რეჟისორი მიროსლავ იანეკი ცდილობს მათი ცნობიერის, აზროვნების ასპექტების დოკუმენტირება მაქსიმალურად პერმანენტულად და მაყურებლისთვის მარტივად აღსაქმელად წარმოაჩინოს. ფილმის დასასრულს კითხვა პასუხის სესია გაიმართება.

life is be

22:00

Life is Be (ამირანი, მეორე დარბაზი)

თელავში მეზობლად მცხოვრები ხუთი ადამიანის ინდივიდუალური ისტორია, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. გასულ წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა, ამიტომ ვინც კინოფესტივალზე გამოტოვეთ, შანსი გაქვთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა აანაზღაუროთ. ფილმის დასასრულს გაიმართება კითხვა პასუხის სესია.

stranger-in-paradise

22:00

Stranger in Paradise (ამირანი, მესამე დარბაზი)

ფილმი სამ მოქმედებადაა დაყოფილი. პირველში ჰოლანდიელი მსახიობი ლტოლვილებს მემარჯვენე პერსპექტივით უხსნის რატომ არ ჭირდებათ ისინი ევროპაში, მეორე მოქმდებაში მისი ტონი უფრო მიმღები და ლიბერალური ხდება, მესამეში კი სახელმწიფო ბიუროკრატიას გამოხატავს უემოციოდ. გუიდო ჰენდრიკქსის ფილმი ყურადსაღები ნამუშევარი და ინტიმური ჩანახატია იმის თაობაზე თუ რა იმედებით და მოლოდინებით ჩადიან იძულებით ემიგრირებული ადამიანები ევროპაში და რას ახვედრებს მათ ევროპა.

შაბათი, 13 მაისი

dont get me wrong

13:00

Don’t Get Me Wrong (კინოს სახლი)

რუმინეთის ფსიქიატრიული საავამდყოფოს და მისი მობინადრეების შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმი მენტალური დაავადების შედეგებთან მაქსიმალურ ფიქსაციას ასახავს. ამას ემატება თეოლოგიური საკითხიც, რადგან ფსიქიატრიულის ერთ-ერთ ბინადარს ჯერა, რომ ღმერთთან აქვს პირდაპირი კავშირი. ფილმის დასასრულს შედგება საუბრები რელიგიაზე, რაც კიდევ უფრო საინტერესო გამოცილებას შეძენს სეანსს.

harlan

18:00

Harlan County, USA (კინოს სახლი)

ბარბარა კოპლის ”ოსკაროსანი” ფილმი 70-ანი წლების ამერიკაში მიმდინარე მაღაროელთა გაფიცვას აღბეჭდავს. შრომითი უფლებები, ექსპლუატაცია და მუშათა კლასის ყოფა ფორდის პერიოდის ამერიკაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რაც შეგიძლიათ ”სინედოკის” ფარგლებში იხილოთ.

yo have no idea how much

18:00

You Have No Idea How Much I Love You (ამირანი, მესამე დარბაზი)

ფილმში წარმოდგენილია დედა-შვილის ფსიქოთერაპიის სეანსების ჩანაწერები, რომლებიც სავსეა მრისხანებით, ურთიერთბრალდებებით, სევდით, მაგრამ სწორედ ეს ემოციები ხდებიან საბოლოოდ გზამკვლევი ურთიერთობის დათბობასა და დალაგებაში. საინტერესო დასაკვირვებელი იქნება პრობლემების ფუძე და განვითარების არეალი მშობლისა და შვილის დამოკიდებულებაში ერთმანეთთან და მაყურებლისთვის საკუთარ გამოცდილებებთან დაკავშირება. ფილმის დასასრულს გაიმართება კითხვა პასუხის სესია სურათის ავტორებთან.

happy

20:00

Happy (ამირანი, მესამე დარბაზი)

”ბედნიერი” რეჟისორ კეროლინ გენრეიტის ძალიან პერსონალური ფილმია, რომელიც საკუთარი მამის შესახებ გადაიღო. მამა 60 წელსაა გადაცილებული, მარტო დაბერების ეშინია, სიყვარულის მნიშვნელობაზე პასუხებს ეძებს და ამ ძიებაში შვილის ასაკის ქალს ხვდება, რომლის ცოლად მოყვანასაც გადაწყვეტს. ფილმის დასასრულს გაიმართება კითხვა პასუხის სესია, რომელსაც რეჟისორი და მისი მამა – ფილმის მთავარი გმირი – უპასუხებენ.

ada

20:30

Ada for Mayor (მზიური, დასწრება უფასოა)

ფილმი ბარსელონას მერის, ადა კოლაუს ბრძოლას გვიჩვენებს ადამიანების საცხოვრებლიდან გამოსახლების პრაქტიკის წინააღმდეგ. საინტერესოა რამდენად ეხმიანება ბარსელონაში არსებული რეპრესიები ქართულ რეალობას. ამის უკეთ გამოსახატად ფილმის დასასრულს გაიმართება დისკუსია ურბანიზმის შესახებ.

venus

21:00

Venus (კინოს სახლი)

ოცდაათ წელს გადაცილებულმა ორმა ქალმა რეჟისორმა გადაწყვიტა საკუთარი სექსუალობის კვლევა ეწარმოებინათ და ამის პარალელურად, ეს პროცესი გადაეღოთ და სექსუალური სურვილების და ფრუსტრაციის ბუნების შესახებ ქალების პრიზმიდან მოეთხროთ და აღეწერათ. ფილმის დასასრულს გაიმართება კითხვა პასუხის სესია.

კვირა, 14 მაისი

gogita

16:00

Gogita’s New Life (რუსთაველი, მეხუთე დარბაზი)

ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი 14 წლის პატიმრობიდან გათავისუფლებული გოგიტას შესახებ მოგვითხრობს. პირადი დრამა, მოქმედი პირის სურვილები და იმედები და რეალობა, რომელის წინაშეც მოუწევს დადგომა. საინტერესოა რა კუთხით განვითარდება ფილმის ნარატივი, დარჩება ის პირადი განცდების სარბიელზე თუ უფრო განავითარებს თხრობას და პენიტენციალური სისტემის, რეაბილიტაციის, საზოგადოების ფუნქციაზე პატიმრების ადაპტირებაში, და სახელმწიფოს როლზე გააკეთებს აქცენტებს. აქაც, ფილმის დასასრულს გაიმართება კითხვა პასუხის სესია ფილმის შემქმნელებთან.

merci patron

18:00

Merci Patron! (რუსთაველი, მეოთხე დარბაზი)

რეჟისორი ფრანსუა რუფინი მემარცხენე აქტივისტია, რომელიც ცდილობს დაეხმაროს მუშთა კლასის ოჯახს, რომელიც მულტინაციონალურმა კონგლომერატმა LVHM (რომელიც აერთიანებს ლუი ვუტონს, ჰენესის, მოეტს) სამსახურიდან გაათავისუფლა კომპენსაციის გარეშე. იაკობის და გოლიათის კალიბრის ბრძოლის თანამედროვე ვერსიის ხილვა გველის წინ, ფილმის დასასრულს კი კითხვა პასუხის სესია გაიმართება.

dream empire

20:30

Dream Empire (მზიური, დასწრება უფასოა)

ჩინური კომპანია ქვეყნის მიტოვებულ ქალაქებს გარდაქმნის დროებით საერთაშორისო მასშტაბის ქალაქებად, რისთვისაც იყენებს მსახიობებს, რომლებიც ტურისტებს იტყუებენ და ძალიან მაღალ ფასებში ყიდიან მათზე უძრქავ ქონებას. თუმცა შემდეგ უძრავი ქონების ბაზარი ჩამოინგრევა და კომპანია ფინანსურ ნანგრევებში მოყვება. ფილმი აღწერს უძრავი ქონების გლობალური ბაზრის უმოწყალო ბუნებას. ფილმის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

How_we_played_the_revolution_still

20:30

How We Played the Revolution (ვაკის პარკი, BACKSTAGE 76)

1984 წელს, საბჭოთა კავშირში, პერესტროიკის საწყისებთან, არქიტექტორების ჯგუფმა გადაწყვიტა შეექმნათ ერთჯერადი მუსიკალური ბენდი, როგორც ლიტვაში გასამართი საახალწლო წვეულების ხუმრობა. საბოლოოდ მათმა ხუმრობამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მსმენელთან შეხვედრები თავისუფლების მოპოვების შესახებ ძლიერი სულისკვეთების მატარებელ შეხვედრებად გარდაიქმნა. საკმაოდ საინტერესო ფილმს გარდა იმისა, რომ ღია ცის ქვეშ იხილავთ, მის დასასრულს კითხვა პასუხის სესიის შემდეგ ცოცხალი მუსიკის მოსმენასაც შეძლებთ.

ორშაბათი, 15 მაისი

maid for each

15:00

A Maid for Each (კინოს სახლი)

ლიბანში მშრომელთა უფლებების საშინელი ექსპლუატაციის ფაქტები, სადაც დამსაქმებელი მბრძანებელია, დასაქმებული კი საკუთრების კატეგორიაში გადადის. რეჟისორის თხრობის ეპიცენტრი დასაქმების სააგენტოა, საიდანაც გარკვევით წარმოჩნდება ქვეყანაში არსებული შრომითი ურთიერთობები და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა.

3-Rooms-of-Melancholia

18:00

The 3 Rooms of Melancholia (ამირანი, მესამე დარბაზი)

ჩეჩნეთის ომის შესახებ გადაღებული 2004 წლის ფილმი განსაკუთრებულად აქტუალურია დღეს, როდესაც ”მშვიდობიან” პირობებში ქვეყნიდან შემაშფოთებელი რეპრესიების არსებობის შესახებ გამოდის ხმები. ფილმის დასასრულს მისი რეჟისორი პირიო ჰონკასალო გამართავს მასტერკლასს, რომელსაც ტუე სტვენ მიულერი გაუძღვება.

coming soon

18:00

Coming Soon (რუსთაველი, მეხუთე დარბაზი)

მოკლემეტრაჟიანი ფილმი ძალიან საინტერესო სიუჟტს წამროადგენს: რეჟისორმა საილას ჰეიცმანმა გადაიღო დოკუმენტური სურათი გამოგონილ ტექნო კლუბზე, რომელიც ომისშემდგომ აფხაზეთში იხსნება. ფილმის დასასრულს გაიმართება კითხვა პასუხის სესია რეჟისორთან.

didube

Didube, The Last Stop

რვა საათზე ორმაგი ჩვენება იქნება და ”ძალიან მალე” როდესაც დასრულდება, დაიწყება ”დიდუბე, ბოლო გაჩერება”, ქართული ფილმი ყველაზე დატვირთულ სადგურზე მდებარე ვეტერინარულ მაღაზიაზე, სადაც გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ გარედან შემოსული ხმაური არღვევს. ამ მომცემულობით შანსია რომ საკმაოდ კარგი მედიტაცია ვიხილოთ თბილისში არსებული ურბანული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შესახებ. ფილმის დასასრულს გაიმართება კითხვა პასუხის სესია.

სამშაბათი, 16 მაისი

machines

20:00

Machines (ამირანი, მეორე დარბაზი)

რეჟისორი რაულ ჯაინი ვიზუალური თხრობის მკვეთრი გამოხატვით წარმოადგენს ინტერვიუების სერიას, რომელიც ინდოეთში, გიგანტური ტექსტილის ქარხნის მუშებთანაა ჩაწერილი, აღბეჭდავს მათ ჰუმანურობას, სამარცხვინო სამუშაო პირობებს, უთანასწორობის, ჩაგვრის და უდიდესი კლასობრივი დაყოფის მანკიერებას. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინი სწორედ ამ სურათის მიმართ გვაქვს.

la chana

20:30

La Chana (ვაკის პარკი, BACKSTAGE 76)

”ლა ჩანა” როგორც ირკვევა 60-ან, 70-ან წლებში ფლამენკოს ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო მთელ მსოფლიოში. ფილმი ბოშა მოცეკვავის შესახებ მოგვითხრობს და 30 წლიანი პაუზის შემდეგ, მის უკანასკნელ, მჯდომარე პერფორმანსს წარმოგვიდგენს. პარალელურად ლა ჩანა ყვება თავის ცხოვრების ისტორიას და ამხელს თუ რატომ გაუჩინარდა თავის კარიერის პიკში. რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ფილმის დასასრულს გაიმართება ფლამენკოს მასტერკლასი.

x

Check Also

კრისტოფერ ნოლანის ფავორიტი 10 ფილმი

The Criterion Collection არის ამერიკული კომპანია, რომელიც მნიშვნელოვანი კლასიკური და თანამედროვე ფილმების ვიდეო დისტრიბუციითაა დაკავებული. ...