Breaking
Home » მთავარი » სიახლეები » Batman v Superman – ტრეილერის ანალიზი

Batman v Superman – ტრეილერის ანალიზი

ავტორი: ფორვე

მათთვის ვისთვისაც გუშინ დალიკული ბეტმენისა და სუპერმენის ტიზერ-ტრეილერის ხარისხი არაადეკვატური აღმოჩნდა, დისიმ თავისი, დღემდე ყველაზე მასშტაბური პროექტის ტრეილერი უკვე HD-ი ხარისხში დადო. ტრეილერისგან იმხელა მოლოდინი მქონდა, რომელიც ნაწილობრივად რამდენიმე თვის წინ დალიკულმა 10 წამიანმა ტიზმა შემიქმნა, რომ თავიდან ცოტა არ იყოს და იმედგაცრუებული ვიყავი. თუმცა, ტრეილერის რამდენჯერმე ყურების შემდეგ დავასკვენი, რომ იმედგამაცრუებელი მასში არაფერი ყოფილა. ვიხილეთ კარგი ტრეილერი, რომელიც რამდენიმე ნაკლის მიუხედავად კომიქსების ადაპტაციების გულშემატკივრებს კიდევ უფრო გაუმყარა იმ პროექტის მოლოდინი, რომლის გამოსვლამდე ჯერ კიდევ ერთი წელია დარჩენილი.

ნარატორის ხმა, ტრეილერის პირველ ნაწილში იყო მთავარი ნაკლი, რომელიც სრულიად არ შეესაბამისებოდა იმ ბნელ ტონს, რომლის შექმნა იყო საჭირო. არც ჯესი ეისენბერგის რეპლიკა, მისი ხმიდან გამომდინარე, აღმოჩნდა საკმარიდად ეფექტური. თუმცა, როგორც კი საქმეში ჯერემი აირონსი (ახალი ალფრედი) შევიდა ყველაფერი ისე წავიდა როგორც საჭირო იყო. ვფიქრობ, რატომ არ არჩიეს ტრეილერის შემქმნელებმა ზუსტად მისი ხმა ყოფილიყო ერთადერთი, რომელიც ტრეილერის ტონს იდეალურად მოერგებოდა. არ ვიცი, სამწუხაროა რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს. თუმცა, შესაძლოა ეს უკვე შემდეგი სრული ტრეილერისთვის გაითვალისწინონ.

მთავარი მოლოდინი რა თქმა უნდა ბეტმენისკენ იყო მიმართული. ჰენრი კევილის სუპერმენი უკვე ყველამ ვიხილეთ, ახლა კი ბნელი რაინდის ჯერი იყო. მისი განახლებულ, სუპერმენთან საბრძოლველად მორგებულ კოსტუმს ჯერ კიდევ პირველი ლიკის დროს მოვკარით თვალი, თუმცა მისი წესიერად ნახვის საშუალება მხოლოდ ახლა მოგვეცა. ამ მხრივ მოლოდინები სრულად გამართლდა, თუმცა კითხვის ნიშნებს იწვევს მისი სტანდარტული კოსტუმი, რომელიც წინიდან მხოლოდ ერთ კადრში ჩანს და ბეტსის უზარმაზარი, გროტესკული კუნთების გამო, ცოტა არ იყოს და უცნაურად გამოიყურება. დამრჩა გრძნობა რომ კოსტუმისთვის სიჯიაი იყო გამოყენებული, რაც არაბუნებრივობის გრძობას მიჩენდა, იგივე სიტუაცია იყო მის მოსასხამთანაც, რომელიც ცათაბჯენზე დგომის დროს ჩანდა. მთავარი საშიშროება, რომელიც ჩემი აზრით ზაკ სნაიდერის ხელში დისის სამყაროს უდგას წინ, არის სიჯიაიზე ზედმეტად დიდი დამოკიდებულება, მაშინაც კი როდესაც საქმე უბრალოდ კოსტუმებს ეხება.

მთავარი და საუკეთესო სცენა ტრეილერში ალფრედის მონოლოგი იყო, რომლის ფონზეც ბრიუს უეინი დაძაბული შეჰყურება თავის კოსტუმს. მისი ინტერპრეტაცია სხვა და სხვანაირად შეიძლება, საუბარი შეიძლება ლექს ლუთერს ეხებოდეს და შეიძლება თავად ბეტმენსაც, რომელმაც სუპერმენის გამოჩენასთან ერთად თავისი ადამიანურობა და სისუსტეები უფრო გააცნობიერა და შეიძლება შეეშინდა კიდეც, რამაც ორ გმირს შორის კონფრონტაციის შესაძლებლობა უფრო გაზარდა.

თუ ზემოთ აღნიშნული თეორია სწორი აღმოჩნდა, მივიღებთ ორი დომინანტი მამრის შეჯიბრს სასქესო ორგანოების სიგრძეში. ერთ მხარეს ახალგაზრდა, ძალღონით სავსე, მაგრამ გამოუცდელი კალ-ელი, მეორე მხარეს კი უკვე ასაკში შესული, გამოცდილი, სანიმუშო მამრი. ამ უკანასკნელის როლს ეფლეკი იმდენად კარგად ართმევს ტრეილერში, თუნდაც მისი ხმის ტემბრიდან ან მზერიდან გამომდინარე, რომ კაცი მართლა დაიჯერებს რომ He will bleed.

თუმცა, ინტერესის ნაკლებობას არ განიცდის თავად სუპერმენის პერსონაჟიც, რომელსაც, როგორც ჩანს, დედამიწელების ნაწილი ღმერთად და გადამრჩენად მიიჩნევენ. უცნობი შეიარაღებული მამაკაცები კი მის წინაშე პირადპირ მუხლსაც იდრეკენ. მასთან დაკავშირებული ყველაზე საინტერესო სცენა, მის მონუმენტზე გაკეთებული წარწერა False God იყო, რომელმაც Bioshock-ის ასოციაციები და Rapture-ში გამოკრული წარწერა გამახსენა “No Gods or Kings. Only Man”. შესაძლოა ლექს ლიუთერი ენდრიუ რაენის ფილოსოფიის გამტარად მოგვევლინოს და სუპერმენს იდეოლოგიური განსხვავების გამოც დაუპირისპირდეს.

x

Check Also

მარველის პერსონაჟების მიერ მოკლულთა რაოდენობა