Breaking
Home » მთავარი » კინო » ტოპ 10 სახლი კინემატოგრაფში

ტოპ 10 სახლი კინემატოგრაფში

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

10744250_953306378019085_317133409_o

10. The Toy

დარწმუნებული ვარ ყველას გაქვთ ნანახი ფრანგული ფილმი ”სათამაშო” პიერ რიშრით მთავარ როლში. გახსოვთ ის სასახლე, რომელშიც რამბალ-კოშეების ოჯახი ცხოვრობს? მარტო საბავშვო ოთახი არის თუხარელის პროექტის ბინის სამოთახიანზე დიდი. მთელი ბავშვობა ჩემი ოცნების ოთახი იყო, გიგანტური სათამაშოებით და სუპერგმირების ადამიანის ზომის ფიტულებით გაწყობილი სავანე. ხო და პლუს ამას ისიც, რომ სახლს ეზო ლამის მზიურის ტერიტორიის მოცულობის აქვს.

Wollaton-Hall-will-be-used-in-The-Dark-Knight-Rises

9. The Dark Knight Trilogy

ბეტმენის ყველა ფილმში მისი სახლი ერთი დიდებული ნაგებობაა, რომელში ცხოვრებაც შეიძლება გეუხერხულოთ კიდეც, რადგან ის თქვენთვის ზედმედატ მდიდრულია. რენესანსის პერიოდის და თანამედროვე კონცეფციის მშვენიერი სიმბიოზი გიგანტური ეზოთი, რომელიც საფეხბურთო სტადიონზე დიდია და რაც მთავარია საიდუმლო გამოქვაბულით, სადაც შესაძლებელია საკუთარი ბეტმობილის პარკირება. ყველა თავმოყვარე მილიარდერი ამაზე ნაკლებ საცხოვრებელს არ უნდა კადრულობდეს.

single

8. A Single Man

სიაში ყველაზე სტილის გრძნობით შექმნილ სახლში კოლინ ფირტი ცხოვრობს. მართალია ფილმში დიდ ტრაგედიას განიცდის – მისი საყვარელი მამაკაცი მოკვდება – მაგრამ ყველა ტრაგედია მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც ასეთ სახლში ცხოვრობ. საოცარი სილამაზით ხისა და შუშის სინთეზში აწყობილი კერძო ბინა ესთეტური ტკბობის მთავარი საფუძველია.

big1

7. Big

არქიტექტურულად განსაკუთრებული ამ სახლში არც არაფერია, ჩველუებრივი კორპუსის ბინაა, უბრალოდ ძალიან დიდი საცხოვრებელი ფართი აქვს. მთავარი აქ ოთახების გაფორმებაა. ყველა ოთახში რამდენიმე გასართობი ავტომატი დგას და თავი გასართობ ცენტრში გეგონებათ, ოღონდ ისეთში, რომელშიც მარტო თქვენ გაქვთ შესვლის უფლება. აქ პირადი გაზიანი სასმელების დანადგარიც კი დევს, რომელიც ხურდის გარეშე იძლევა სასმელს. ნებისმიერი ბავშვური გართობის მოყვარული ადმაიანისთვის ეს სახლი სამოთხეს წარმოადგენს.

936full-the-fifth-element-screenshot

6. The Fifth Element

მართალია ერთოთახიან ხრუშჩოვკაში უფრო მეტი ფართია, ვიდრე ბრიუს უილისის ფუტურისტულ სახლში, მაგრამ როგორღაც ის მაინც ძალიან მაცდურებლად გამოიყურება. მინიმალისტური ინტერიერი, ტრანსფორმირებადი ავეჯი, იატაკში ჩაშენებული საცავები, და აივანი, საიდანაც შეკვეთილ საჭმელს მფრინავი გემით მოგართმევენ.

x

Check Also

კრისტოფერ ნოლანის ფავორიტი 10 ფილმი

The Criterion Collection არის ამერიკული კომპანია, რომელიც მნიშვნელოვანი კლასიკური და თანამედროვე ფილმების ვიდეო დისტრიბუციითაა დაკავებული. ...