Breaking
Home » მთავარი » სერიალები » მიმოხილვა: Game of Thrones 7.2

მიმოხილვა: Game of Thrones 7.2

ავტორი: ფორვე

მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონის დასასრულის მთავარი გამონათება სერსეი იყო, მის მიერ ტახტის ხელში ჩაგდება კი მთელს სერიალში ერთ-ერთი საუკეთესო სცენა, აშკარა იყო, რომ ყველაზე სუსტი პოზიცია მას ერგო. მტრებით გარემოცული, მისი მდგომარეობა იმდენად რთული გახლავთ, რომ რაციონალური ადამიანი იკითხავს, რა აზრი ქონდა მის ქმედებებს. მეორე მხრივ, რაციონალური აზროვნება მისი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. მას შემდეგ კი, რაც მისი უკანასკნელი შვილი სიცოცხლეს თავისივე ნებით გამოემშვიდობა, ლოგიკური იქნებოდა იმის ვარაუდი რომ სერსეი ბევრი ბრძოლის გარეშე გამოეთიშებოდა თამაშს. თავად ტირიონი ეუბნება დაენერის, რომ შვიდი სამეფოს დამორჩილება არანაირ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული და ერთადერთი რაც ამ მიზანს აფერხებს, ეს ტახტის რაც შეიძლება ნაკლები მსვერპლით ხელში ჩაგდებაა.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მაყურებლისთვის საინტერესო არ იქნებოდა, წინ კიდევ ერთი სეზონია შესავსები, ლანისტერებს კი ღირსეული დასასრული ეკუთვნით. ამ მომენტში ჩნდება ეურონ გრეიჯოი. რამდენადაც ქარიზმატული და საინტერესოა მისი პერსონაჟი წიგნებში, იმდენად არაშთამბეჭდავი ისტორია ქონდა მას ეკრანიზაციაში, ამ მომენტამდე. ვესტეროსის ყველაზე ძლიერი მაგიის გამოყენებით, სცენარისტის კალმით, მან არაადეკვატურად მოკლე პერიოდში, არა მხოლოდ აღადგინა იარა გრეიჯოის მიერ საუკეთესო გემების მოტაცებით მიღებული დანაკლისი, არამედ ვესტეროსის ისტორიაში [მისივე სიტყვები] ყველაზე ძლიერი ფლოტი შექმნა. ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა რკინის კუნძლები რესურსების მხრივ ყველაზე შეზღუდული სამეფოა ვესტეროსში. ამავე დროს, მან როგორღაც შეიტყო იარას და მარტელების გემების ადგილმდებარეობა და შეუმჩნევლად მოახერხა მის გემებთან მიახლოება [იმ იარას გემებთან, რომელიც მის შემდეგ ვესტეროსში საუკეთესო კაპიტანია]. ამ სცენამ ოდნავ დამაბნია. თავიდან მეგონა რომ იარა მთელ ფლოტს ედგა სათავეში და შემდეგ გამახსენდა რომ ის უბრალოდ რამდენიმე გემით აცილება მარტელებს უკან სამშობლოში [ეს უბრალოდ ისე, ვინმე ჩემსავით თუ დაიბნა].

რადგანაც ამ სერიაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა, ეურონზე კიდევ ორიოდე სიტყვას დავამატებ. პირველ სერიაში, როდესაც ეურონმა სერსეითან პირობდა დადო, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა თუ დედოფლისთვის შესაფერის საჩუქარს იპოვიდა, წიგნის ბევრმა თაყვანისმცემელმა ივარაუდა რომ საუბარი Dragonhorn-ზე იყო, რომლითაც ეურონი წიგნებში თავიდანვე ფიქსირდება. ეს მაგიური ინსტრუმენტი დრაკონის რქისგან შექმნილი საყვირია, რომელშიც ჩაბერვის შემდეგ დრაკონის/დრაკონების დამორჩილება ხდება შესაძლებელი. თუმცა, რადგანაც ის ეურონმა [წიგნებში] თავისი მრავალწლიანი მეკობრეობის დროს მოიპოვა და ამჟამად თან არ გააჩნდა, სასაცილო იქნებოდა რომ მის საძებნელად ახლა წასულიყო და შემდეგ სეზონამდე არ გამოჩენილიყო. შესაბამისად ბევრად უფრო სწორი გამოდგა მოლოდინი რომ საჩუქარი ადამიანი იქნებოდა. რადგანაც ტირიონამდე მას ხელი არ მიუწვდება, მეორე ყველაზე კარგი საჩუქარი სერსეის შვილის მკვლელის ტყვედ აყვანა იქნებოდა, რაც ამ სერიაში გააკეთა კიდეც. რაც შეეხება თეონს, მისი გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი გზა იყო. გემზე გადმოსხდომის დროს ჩანს თუ როგორ აჭრიან ეურონის მეომრები ტყვედ ჩაგდებულ ადამიანს ენას. ეს მისი ცნობილი პრაქტიკაა, მის გემს „სიჩუმე“ ქვია და მასზე მხოლოდ მუნჯები მსახურობენ, რომლებსაც ეურონმა თავად ამოაგლიჯა ენები. შესაბამისად, სხეულის კიდევ ერთი ნაწილის ამოგლეჯვის პერსპექტივა თეონისთვის ზედმეტად არამომხიბვლელი გამოდგა.

სხვა:

  • ედ სტარკის ძეგლს და კრიშტიანუ რონალდუს ბიუსტს ერთი ავტორი ყავთ
  • სანსა სტარკის დაჭკვიანებულ სტრატეგად წარმოჩენის მცდელობა კვლავ კრახით დასრულდა
  • მისანდეის და ჭიაყელას პრელუდია ერთ-ერთი ყველაზე უხერხული სანახაობა იყო მთელ სერიალში
  • სემმა სამედიცინოში ჩააბარა, ჯორაჰს კი ფრენდზონის ძალამ უზარმაზარი ტკივილი გადაატანინა [?]
  • დრაკონები უფრო რეალისტურად გამოიყურებიან ვიდრე სტარკების მგლები
x

Check Also

რეცენზია: The Defenders

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი მარველის “დამცველები” ერთი შეხედვით უდიდესი პროექტი ჩანს, წლების მანძილზე ოთხი კარგად განვითარებული ...