Breaking
Home » მთავარი » კინო » კრისტოფერ ნოლანის და ტომ ჰარდის სატელეფონო საუბარი

კრისტოფერ ნოლანის და ტომ ჰარდის სატელეფონო საუბარი

წარმოგიდგენთ ფიქტიურ დიალოგს, რომელიც რეჟისორ კრისტოფერ ნოლანსა და მსახიობ ტომ ჰარდის შორის გაიმართა, სანამ ფილმ ”დიუნკერკის” გადაღებები დაიწყებოდა.

კრისტოფერ ნოლანი: ტომ, როგორ ხარ? მისმინე, ახალ ფილმს ვიღებ და შენთვის მაგარი როლი დავწერე ძაან.

ტომ ჰარდი: კიდე ნიღბით უნდა მათამაშო?

კრისტოფერ ნოლანი: ფილმი ომზეა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ნაკლებ ცნობილი ამბავი, აი 400 000-მდე ჯარისკაცის ევაკუაციის თემა, სკოლაში ხო გაგივლია?

ტომ ჰარდი: ნიღბით აღარ ვითამაშებ არცერთ ფილმში.

კრისტოფერ ნოლანი: სამი სიუჟეტური ხაზი ვითარდება და ბოლოს ერთ მთლიანობად იკვრება. ყველას გაუსწორდება, ნოლანის მორიგი შედევრიო იტყვიან, ახალი კუბრიკიაო დაწერენ.

ტომ ჰარდი: ნიღაბზე მიპასუხე შე მუტელო! კიდე ვიღაც ნიღბიანი ყვერი გინდა მათამაშო?

კრისტოფერ ნოლანი: არა კაცო, ავიაგამანადგურებელის პილოტს თამაშობ.

ტომ ჰარდი: სახეზე რამე ყლეობა ჭირს? დამწვარია და ბინტები აქ გადაკრული?

კრისტოფერ ნოლანი: არა, ძაან მოვლილი კანი აქ პირიქით, თან გმირია.

ტომ ჰარდი: დედასატყნავი ნიღაბი უკეთია თუ არა, გამეცი პასუხი!

კრისტოფერ ნოლანი: არა, რა შუაშია ნიღაბი, მეორე მსოფლიო ომის თემაა.

ტომ ჰარდი: ანუ ნიღაბი არ მეკეთება?

კრისტოფერ ნოლანი: არა, ღმერთს ვფიცავარ.

ტომ ჰარდი: მაგის დედა მოვტყან, ულამაზესი ბიჭი ვარ, რატო შემეცით ამ ნიღბიანი როლებით?!

კრისტოფერ ნოლანი: ბაზარი არაა, ტყვნისთვის ხარ გაჩენილი.

ტომ ჰარდი: რამხელა როლია ეგ მითხარი აბა?

კრისტოფერ ნოლანი: დიდი, დიდი, ჩათვალე რომ მთავარი როლია.

ტომ ჰარდი: რამდენ ფრაზას ვამბობ ფილმში?

კრისტოფერ ნოლანი: ცხრას.

ტომ ჰარდი: მთავარ როლში ხარო მეუბნები და ცხრა ფრაზას მაძლევ?

კრისტოფერ ნოლანი: არა, მოიცა, რვას, ამერია.

ტომ ჰარდი: რატო, რამე გაგიტყდა ჩემგან? მოიცა, ანუ დედასატყნავი ნიღაბი მიკეთია აქაც?

კრისტოფერ ნოლანი: არა, რა ნიღაბი, მფრინავი ხარ, რა ჩემ ყლედ გინდა ნიღაბი?!

ტომ ჰარდი: სახის ტერიტორიაზე რა ხდება? მიჩანს ნაკვთები მთლიანად?

კრისტოფერ ნოლანი: ხო, აბა რა, უბრალოდ პილოტებს რო ჩაჩქანი ახურავთ ხოლმე ეგეთი პატარა რაღაც გეკეთება რა.

ტომ ჰარდი: გაითიშა, ტუ, ტუ, ტუ…

კრისტოფერ ნოლანი: ტომ, შენი საუკეთესო როლი იქნება გეუბნები. ეგრე კილიანი სამივე ბეტმენში ტომრით ვატარე, მარა ერთხელ არ დაუწუწუნია.

კრისტოფერ ნოლანი: გინდა, ძაან მაგარ კადრს ჩაგისვამ ბოლოში ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის ფონზე და მთელი სახე გამოგიჩნდება. ულამაზესი კადრი იქნება.

კრისტოფერ ნოლანი: ანუ  მთლიანი სახე, არანაირი ნიღაბი, არც, ჩაჩქანი, არც ქუდი, არაფერი, მთლიან აიმაქსის ეკრანზე მარტო შენი სახის ახლო კადრი, ყველა დასველდება.

კრისტოფერ ნოლანი: კაი გეხვეწები რა, ახალ ძაღლს გიყიდი. ტომ, ტომ, ტომ! კაი რა მარკ ტვენივით მაყვირებ. გამითიშე შე ნაკაცარო?

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...