Breaking
Home » მთავარი » თამაშები » MGS V: The Phantom Pain

MGS V: The Phantom Pain

   28 წელი დიდი დროა. ბევრი ცოცხლადაც ვერ აღწევს ამ ნიშნულს. დარწმუნებული ვართ, უმეტესობას ვინც ამ სიტყვებს კითხულობს 28 ზამთარი არც აქვს დათვლილი. რაღა დავმალოთ და თავად ამ სიტყვების დამწერსაც არ მიუღწევია ამ ასაკამდე. რა შეიძლება მოხდეს 28 წლის განმავლობაში? რა შეიძლება დაიწყოს და რაც უფრო მთავარია ამ შემთხვევაში, რა შეიძლება დამთავრდეს?

   ბევრი რამ – იტყვით თქვენ და მართალიც იქნებით. ომები, ტექნიკა, ავტომობილები, რამდენსაც გინდათ იმდენს დაასახელებთ, მაგრამ დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვა რამ. 28 წელი დასჭირდა ჰიდეო კოჯიმას იმისთვის, რომ ხელოვნებაში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია მოეყოლა.

   Metal Gear სერიის თამაშებმა პრაქტიკულად გამოიგონეს ინდუსტრია რომელსაც დღეს ვიცნობთ. სწორედ ჰიდეო კოჯიმა იყო პირველი ვისაც მიაჩნდა, რომ დეტალიზირებული ისტორია პროექტის ქვაკუთხედი უნდა იყოს, ხოლო ვიდეორგოლები საჭიროა არა მარტო სტარტზე და ფინიშზე, არამედ მთელი გარბენის განმავლობაში. პოპულარული ტრენდების გარდა, ამ სერიაში პირველად იყო გამოყენებული ისეთი ცნება, როგორიც Stealth. ეპოქალური სერია, რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედოთ.

httpv://www.youtube.com/watch?v=UMyoCr2MnpM

   ძალიან რთულია აუხსნა MGS-ის დიდება ადამიანს, რომელსაც სერიასთან შეხება არ ჰქონია. ასეთ პრობლემას თანამედროვე მოთამაშეები შეხვდებიან. კოჯიმას თამაშები ყოველთვის პირველ რიგში მიმართულია თემაში მყოფი ხალხისთვის. მათთვის, ვისაც ყველა ინსტალაცია აქვს ნათამაშები და დაზუთხულად იცის სიუჟეტური კვანძები. მეხუთე ნაწილი ტრადიციებს არ ღალატობს. სიუჟეტურად ის პროლოგს, Ground Zeroes აგრძელებს, რომელიც PSP ექსკულიზვის პირდაპირი სიქველია, ეს უკანასკნელი კი თავის ჯერზე PS2-ზე გამოსული მეორე ნაწილის შთამომავალია. სირთულეები უკვე თავად ინსტალაციების ქრონოლოგიაში ჩნდება. თავად სიუჟეტი არაფერს ამარტივებს.

   The Phantom Pain მოგვითხრობს Big Boss-ის ისტორიას, რომელიც სერიის პირველ ორ თამაშში, ჯერ კიდევ MSX/NES სისტემებზე გამოსულ, ანტოგონისტის როლში წარმოგვიდგება. ნუმერაციით მესამე ნაწილი მის ადრეულ წარსულს მოგვითხრობდა, სადაც ის ჯერ კიდევ ნათელ მხარეზეა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა. დიდი ხნის მანძილზე სერიის სიუჟეტურ ხვრელად სწორედ ეს ასპექტი ითვლებოდა, როგორ გადაიქცა Big Boss ბოროტმოქმედად. როგორ გახდა ჯარისკაცი – დემონი?

   თამაშის მოქმედება იწყება 1984 წელს. Big Boss, იგივე Naked Snake, იგივე Punished Snake, იგივე Venom Snake, სურეალისტურ საავადმყოფოში იღვიძებს. მთავარი გმირი ჩასუნთქვაც კი არ მოესწრება, რომ მის ხანგრძლივ ძილში ჩაგდებას ანტაგონისტები ისევ შეეცდებიან. ამჯერად სამუდამოდ. მოვლენები პირველივე წამებიდან წყლის ჩარეცხვის მსგავსი ხდება. ყველაფერი მოძრაობაში მოდის და ერთი ცენტრალური იდეის გარშემო ტრიალებს, რომელიც საბოლოოდ ამ ყველაფერს ჩაყლაპავს.

httpv://www.youtube.com/watch?v=Hm6AeNT0Jqo

   სიუჟეტის მიხედვით Big Boss და კომპანია ნავთობის პლატფორმა-სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, სადაც ჯარისკაცები თავისუფალი არიან მთავრობებისგან, ერებისგან, საზღვრებისაგან. ოცნების კერძო სამხედრო კომპანიის იდეას Big Boss დიდი ხანია ატარებს და ეს მოტივი სერიას ბოლომდე გაყვება.

   ტერიტორიულად წარმოდგენილია ძირითადად ორი ლოკაცია, საბჭოთა კავშირის ჯარისკაცებით სავსე ავღანეთის უდაბნო და მილიციით დაპყრობილი აფრიკის ჯუნგლები. საკმაოდ ეგზოტიკური ადგილები. რატომ ვაკეთებთ აქცენტს ლოკაციებზე სტატიის სიუჟეტურ ბლოკში? საქმე იმაშია, რომ MGS V ისტორიებს თავად მოთამაშე ქმნის. სიტუაცია აქ გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც არ დაიყვანება დეველოპერებს მიერ დაწერილ სკრიპტებამდე ან ვიდეო რგოლამდე. თავისი ქმედებებით მოთამაშე ქმნის მოვლენათა ჯაჭვს, რომელიც საბოლოოდ თითქმის სრულყოფილ სიუჟეტურ ნაწილად იქცევა. ამ ყველაფერს ეხმარება გეიმფლეის ვარიატულობა, რომლის ბუნებასაც მოგვიანებით განვიხლავთ.

x

Check Also

რეცენზია: Call of Duty: Infinite Warfare

   Infinity Ward არის ჯგუფი რომელმაც 2003-ში გამოიგონა Call of Duty. ოთხი წლის შემდეგ მათ ...