Breaking
Home » მთავარი » თამაშები » რეცენზია: Mortal Kombat X

რეცენზია: Mortal Kombat X

Mortal Kombat სერია მთელი თავისი განვითარების მანძილზე ყოველთვის მეორეხარისხოვან პროექტად რჩებოდა. თუნდაც ორიგინალური ტრილოგიის დახვეწილი გამოსახულებისა და მასობრივი აღიარებისა, მასებში ის მაინც არ აღიარებოდა როგორც AAA პროექტი. 2011 წლის გადატვირთვა წარმატებული აღმოჩნდა, წლები შემდეგ სერიამ თავისი ნამდვილი სახე დაიბრუნა და არკადული ფაიტინგების სატახტო თამაშები მოიგო. მიუხედავად ამისა, მეცხრე ნაწილს მაინც დაყვებოდა ის მეორეხარისხოვნების შეგრძნება, რომელიც სერიის წყველად იქცა. ედ ბუნს 4 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ Mortal Kombat საბოლაოდ გადაექცია AAA პროექტად.

ახალი თამაშის მოვლენები მეცხრე ნაწილის ფინალის შემდეგ ვითარდება. ჯერ ორი წლის შემდეგ, სადაც ახალ ანტოგონისტს ამარცხებენ და მედალიონში ათავსებენ. შემდეგ ისტორია ოცწლიან ნახტომს აკეთებს და ნაცნობ გმირებას უკვე ასაკში შესულებს ვხდებით. მთელი სიუჟეტი აქცენტს აკეთებს თაობათა ცვლილებაზე. ბევრ კლასიკურ პერსონაჟს უკვე მოზრდილი შვილი ჰყას. რელიზამდე დიდი სკეპსისი იყო იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგად იქნებოდა შთამომავლების თემა განხილული. სიუჟეტური კამპანიის გასვლის შემდეგ ნათელი ხდება, რომ სცენარისტებმა ძალა არ დაზოგეს უმცროსი პერსონაჟების პერსონიფიკაციისთვის და მათი მნიშვნელობის გაზრდისათვის Mortal Kombat სამყაროსთვის. ისინი არ აღიქმებიან, როგორც ფუჭი დანამატები, არამედ როგორც ღირსეული მოქმედი გმირები.
httpv://www.youtube.com/watch?v=jSi2LDkyKmI

სიუჟეტის ძირითად დეტალებს არ ჩავეძიები, მაგრამ მის ხარისხობრივ ზრდაზე რამოდენიმე სიტყვა უნდა ითქვას. მეცხრე ნაწილს სრულყოფილი სოლო კამპანია ჰქონდა, ვიდეორგოლებით, დიალოგებით და ასე შემდეგ. მაგრამ ტექსტური დონე ამ ყველაფრისა პორნო-ფილმების დონეზე იყო. ახალ თამაშში სცენარისტებმა ყველაფერი გააკეთეს უფრო ნატურალისტური ისტორიის შესაქმნელად. პერსონაჟებს ამიერიდან მოტივაცია და მიზნები გააჩნიათ, ასევე ისინი იზრდებიან ისტორიის მანძილზე, რომლის ბოლოსაც მათი ბედი ლოგიკურ ფინალამდე მოდის.

არასწორად არ გამიგოთ, Mortal Kombat X-ის სიუჟეტური კამპანია არაფერ გენიალურს არ წარმოადგენს. ეს ჯერაც B-movie არის. მაგრამ, ძალიან კარგი B-movie, როგორც უმეტესობა წარმატებული თამაშებისა. დეველოპერებს ესმით თავისი აუდიტორიისა და იციან რომელ ასაკობრივ კატეგორიაში ხვდებიან ისინი. თამაშში ყველაფერია გაკეთებული ახალბედა მოთამაშეების დასაინტერესბელად და ძირძველი ფანების პატივსაცემად.

Mortal Kombat X სერიის სამყაროს გაცილებით უფრო მდიდარს ხდის. ამჯერად უფრო მაშტაბური ისტორია მივიღეთ პოლიტიკური ინტრიგებით და პერსონალური დრამით. მთელი ისტორია საბოლოოდ დიდ თავგადასავლად იქცა, რომელიც მართალია არც ისეთი შთამბეჭდავი ფინალით მთავრდება, მაგრამ უკმაყოფილოს ჯამში არავის დატოვებს.
httpv://www.youtube.com/watch?v=UZuxlckaC4Q

გეიმფლეის მექანიკის მიხედვით სიუჟეტურ კამპანიაში ძირითადად ერთი ცვლილებაა. მეცხრე ნაწილში რგოლებში მიმდინარე ბრძოლები ზანტი, მოუხერხებელი და უინტერესო იყო. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სწრაფი და ხისტი გახდა, შესანიშნავი ქორეოგრაფიით, რომელსაც საუკეთესოდ გამოხატავს კეთილსინდისიერი ოპერატორული მუშაობა. ამჯერად, ჩვეულებრივ ვიდეორგონელს დაემატათ დინამიური QTE სცენები. არაფერი რთული მათში არ არის, მაგრამ მოთამაშე აქტიური რჩება თუნდაც ვიდეორგოლების დროსაც. თანაც, ისინი საკმაოდ ხარისხიანად არის გაკეთებული. ნებისმიერი აცილებული ღილაკის შემდეგ კონტექსტური დასჯის სცენა მიმდინარეობს და მოთამაშეს თავიდან მობილიზაცია უწევს.

სიუჟეტური კამპანია კარგი რამ არის, მაგრამ როდესაც თქვენთან მეგობრები მოდიან, Mortal Kombat-ის მედალის ამ მხარეს არავინ შეხედავს. პროექტისათვის ფუნდამენტალურმა ბრძოლის მექანიკამ საკმაო ცვლილებები განიცადა, რათა გამოცდილ მოთამაშეებსაც ადაპტაცია დასჭირდეს. მთავარი რაც უნდა ითქვას, თამაში გაცილებით უფრო სწრაფი გახდა. გმირები ხისტად მოძრაობენ და მიუხედავად უფრო დინამიური ანიმაციისა, ეკრანზე მიმდინარე მოქმედება ცოტათი დაჩქარებულ ვიდეოს გავს. ეს ყველაფერი საერთო დაძაბულობის წამოწევაზე მუშაობს, რაც მრისხანე ბრძოლისას ფსონებს ზრდის და პროცეს გაცილებით უფრო ჩამთრევს ხდის. Sega Mega Drive 2-ის პერიოდიდან და ჩემი ავატარი ყოველთვის Scorpion იყო. მეგობართან წლების მანძილზე კანონიკური დაპირისპირება მქონდა, რადგან ის ყოველთვის Sub-Zero-ს ირჩევდა. მეცხრე ნაწილში ეს უკანასკნელი საკმაოდ ნელი იყო (ამ ფაქტს მთელი ფანდომი აღნიშნავდა), ამიტომ ძირითადად მე ვიმარჯვებდი. მაგრამ, ამჯერად ჩვენი შანსები გათანაბრდა.

Mortal Kombat სერია მთელი თავისი განვითარების მანძილზე ყოველთვის მეორეხარისხოვან პროექტად რჩებოდა. თუნდაც ორიგინალური ტრილოგიის დახვეწილი გამოსახულებისა და მასობრივი აღიარებისა, მასებში ის მაინც არ აღიარებოდა როგორც AAA პროექტი. 2011 წლის გადატვირთვა წარმატებული აღმოჩნდა, წლები შემდეგ სერიამ თავისი ნამდვილი სახე დაიბრუნა და არკადული ფაიტინგების სატახტო თამაშები მოიგო. მიუხედავად ამისა, მეცხრე ნაწილს მაინც დაყვებოდა ის მეორეხარისხოვნების შეგრძნება, რომელიც სერიის წყველად იქცა. ედ ბუნს 4 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ Mortal Kombat საბოლაოდ გადაექცია AAA პროექტად. ახალი თამაშის მოვლენები მეცხრე ნაწილის ფინალის შემდეგ ვითარდება. ჯერ ორი წლის შემდეგ, სადაც ახალ ანტოგონისტს ამარცხებენ და მედალიონში ათავსებენ. შემდეგ ისტორია ოცწლიან ნახტომს აკეთებს და ნაცნობ გმირებას უკვე ასაკში შესულებს ვხდებით.…

Review Overview

გეიმფლეი - 10
ისტორია - 8
ტექნოლოგიები - 8
დიზაინი - 9
მუსიკა - 8
მართვა - 10

8.8

შესანიშნავი

Summary : თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა იყიდოთ. მეგობრებთან და ქსელურ ოპონენტებთან ორთაბრძოლებში მიღებული ემოციები თითოეულ ცენტს გამოისყიდის.

User Rating: Be the first one !
x

Check Also

რეცენზია: Call of Duty: Infinite Warfare

   Infinity Ward არის ჯგუფი რომელმაც 2003-ში გამოიგონა Call of Duty. ოთხი წლის შემდეგ მათ ...