Breaking
Home » მთავარი » სხვა » მიმოხილვა – მოლი ნილსონი თბილისში

მიმოხილვა – მოლი ნილსონი თბილისში

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ქალაქის მთავარი სტადიონის მიწიქსვეშა ნაწილში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და სინსპოპის შვედი დედოფლის მეთაურობით მელანქოლიის და თვითგვემის სევდიან რიტუალში მიიღო მონაწილეობა.

ნეონის განათება, დისკო ბურთები, კვამლი და ათობით სხვა “პრიბამბასი”, რომელიც დიდი ხნის წინ ფუნქცია დაკარგული ოთახის გალამაზებას ემსახურებოდა, იდეალურად მიესადაგა იმ არტისტის „ლუზერულ“ სტილს, რომელმაც მარტოხელა, ცოტა უცნაური და ფლეგმატური ბუნების მქონე გოგონას იმიჯი შეისისლხორცა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნილსონი თავისი მუსიკალური საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტს თავად განაგებს, სიყალბეში მას ბრალს ნამდვილად ვერ დასდებ.

14741044_10210949817051185_1880777564_n

რუსთაველის თეატრისგან განსხვავებით (სადაც “მუზამეს” წინა ივენთი დაიმართა) ახალ ვენიუში არც ხმა იყო ისეთი კარგი და არც ატმოსფერო იმდენად ამაღლებული, თუმცა ამის ნაწილობრივი კომპენსაცია საცეკვაო სივრცით ხდებოდა. იმის თქმა არ მინდა, რომ ნილსონის კომპოზიციების ქვეშ  ადამიანი საკუთარ სხეულს ვერ აკონტროლებს, მაგრამ მის ლაივზე მჯდომიარე მდგომარეობაში დასწრება განსაკუთრებულად ერთმანეთში გადახლართულ წყვილებს გაურთულდებოდათ, რომლებიც ისე იყვნენ მოლის სიმღერებით გატაცებულნი, თითქოს ურთიერთობის სამომავლო და გარდაუვალი დასრულებით წინასწარ ტკბებოდნენ.

საღამოს განმავლობაში არტისტის მხრიდან მსმენელთან ინტერაქციის მაქსიმალური მცდელობა ფიქსირდებოდა, ყოველი სიმღერის შემდეგ ნილსონი ან პირდაპირ მსნემელთან ცდილობდა გასაუბრებას, ან თავის ცხოვრების დეტალებს ყვებოდა, რომლებიც ტრეკლისტში მომდევნო კომპოზიციებთან იყო კავშირში. ასეთი პირდაპირი და ხანგრძლივი კონტაქტი მსნემელსა და არტისტს შორის ხშირი მოვლენა არ უნდა იყოს ქართული სცენისთვის, რაც დამსწრეებმა აშკარად დააფასეს, თუ კონცერტის შემდეგ მოსმენილი გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ.

14627766_10210949817011184_601862301_n

საღამოს ჰაილაითი უდაოდ ბოლოსკენ იყო, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ნილსომა მსნემელის ორი ყველაზე საყვარელი ტრეკი შეასრულა – I hope you die (რომლის სრულფასოვანად შესრულება სიმართლე რომ ვთქვათ დაეზარა, რაშიც თავად გამოტყდა და სიმღერასაც დაეტყო), შემდეგ კი წინასწარ დაანოსნებული და ათჯერ ხაზგასმული – Hey Moon, კომპოზიცია, რომელიც ლაივზე პირველად შეასრულა და როგორც თავად თქვა, ტექსტის დაზეპირება ხელახლა მოუწია, რის გამოც მსმენელს აყოლა და დახმარება თხოვა.

საღამოს დასრულების შემდეგ მსმენელებმა სწრაფად, მაგრამ კმაყოფილი სახეებით დატოვებს დარბაზი. თავად ივენთის დროს ვენიუს მხოლოდ წინა მხარე იყო გადავსებული, მაგრამ უკანა ნაწილში სიმჭიდროვე შემცირებული იყო, რაც დამსწრეთათვის საკმაოდ დიდ კომფორტს ქმნიდა, თუმცა გაყიდული ბილეთების რაოდენობაზე რამდენად პოზიტიურად მეტყველებს, ეს უკვე ძნელი სათქმელია.

14699825_10210949816491171_158316349_n

საკონცერტო სივრცეში გასაყიდ სასმელებთან დაკავშირებით ბევრს არ ვისაუბრებ. უკვე დიდი ხანია ლაივებზე თრობის სურვილისამდი იმუნიტეტი გამომიმუშავდა, თუმცა, როდესაც ერთ ბოთლ წყალში  3 ლარი მომთოხვეს, მანდ მივხვდი, რომ მალე წყურვილის მოკვლის ტექნიკის გამომუშავებაზე ვარჯიში უნდა დამეწყო.

ანიას (soap&skin) და ნილსონის მსგავსი დამოუკიდებელი არტისტების ჩამოყვანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს იმ რეალობაში, როდესაც სასურველი შემსრულებლის მოსმენის საშუალება წელიწადში ერთი-ორჯერ გვაქვს და ისიც უზარმაზარ, ხშირად რამდენიმედღიან ფესტივალებზე. ამ ფესტივალებისგან განსხვავებით, ორივე პროექტი, რომელიც “მუზამემ” ჩაატარა, მსმენელს ბევრად უფრო ინტიმურ და პირად გარემოს თავაზობს თავის საყვარელ ან თუნაც უბრალოდ საინტერესო მუსიკოსებთან კონტაქტის დასამყარებლად.

x

Check Also

რეცენზია: პიკნიკი გზის პირას

ავტორი: დავით სამნიაშვილი ბევრისთვის მეოცე საუკუნე პრომეთეა, რომელმაც ადამიანებისთვის ცეცხლი მოიპოვა, თავად კი ამისთვის სასტიკად ...