Breaking
Home » მთავარი » კინო » 2017 წლის 50 აუცილებლად სანახავი ფილმი

2017 წლის 50 აუცილებლად სანახავი ფილმი

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

წარმოგიდგენთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ფილმებს, რომელთაც ვთვლით, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აუაროთ გვერდი. სიაში შესულია მხოლოდ ის ფილმები, რომელთა გამოსვლის თარიღად 2017 წელი ოფიციალურადაა დადასტურებული.

mute

  1. Mute

რეჟისორი: დანკან ჯონსი

მსახიობები: პოლ რადი, ჯასტინ ტერო, ალექსანდრ სკარსგარდი

კატასტროფული ”უორკრაფტის” შემდეგ, დევიდ ბოუის ბიჭი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს უბრუნდება. რეჟისორის თქმით, Mute იმავე კინოსამყაროში იქნება მოთხრობილი, საdაც მისი სადებიუტო ფილმის, ”მთვარეს”, მოქმედება მიმდინარეობს. დიდი ალბათობით Mute-ში სემ როკველის პერსონაჟის პრეისტორიას ვიხილავთ და გავიგებთ როგორ გაემგზავრა სოლო მისიით მთვარეზე.

nuri

  1. Wild Peer Tree

რეჟისორი: ნური ბილგე ჯეილანი

თანამედროვე თურქული კინოს ყველაზე საგულისხმო წარმომადგენლის, ჯეილანის, ახალი ფილმი ახალგაზრდა მწერალს ეხება, რომელიც სახლში ბრუნდება, მაგრამ იქ ოჯახური ვალების სიმძიმე ხვდება. გამყინავი სტატიკური და უწყვეტი კადრები, ატმოსფერული, გარემოზე ორიენტირებული გადაღება და გაუცხოებისა და ეგზისტენციალური პრობლემების წნეხი დიდი ალბათობით კვლავ თანმდევი ელემენტები იქნება რეჟისორის ახალ ფილმში.

The Discovery

  1. The Discovery

რეჟისორი: ჩარლი მაკდოუელი

მსახიობები: რუნი მარა, რობერტ რედფორდი, ჯეისონ სიგელი

მაკდოუელს ბრწყინვალე დებიუტი ქონდა ფანტასმაგორიული ფილმით The one I love, სადაც სიყვარულის და თანამედროვე ურთიერთობების კონცეპტის ირგვლი ძალიან საინტერესოდ ახდენდა კომენტირებას. ამჟამად რეჟისორი გაცილებით მასშტაბურ თემას მიუდგა. მის ახალ ფილმში მეცნიერულად დადასტურდება სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა, რის შედეგადაც მსოფლიო გლობალურ ცვლილებებს აწყდება.

cumberbatch-thomas-edison

  1. The Current War

რეჟისორი: ალფონსო გომეს რეიონი

მსახიობები: ბენედიქტ კამბერბაჩი, მაიკლ შენონი

ფილმი ელექტრონული ინდუსტრიის პიონერებზე, თომას ედისონზე, ჯორჯ ვესტინგჰაუსზე, ნიკოლა თესლაზე, და მათ ურთიერთდაპირისპირებაზე მოგვითხრობს. რეიონმა 2015 წელს ძალიან მომხიბვლელი ფილმი ”მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა” გადაიღო, ძლიერი სენტიმენტებით და სინეფილური გზავნილებით. ამჯერად მას უფრო კონსერვატორულ ისტორიასა და ფორმატთან მოუწევს გამკლავება. კამბერბაჩის პოტენციური ”ოსკარის” ნომინაცია უკვე სტუდიის მთავარი მაიმედებელი იქნება.

it-comes-at-night-

  1. It Comes at Night

რეჟისორი: ტრეი ედვარდ შულცი

მსახიობები: ჯოელ ეჯერტონი, რაილი კიო

სტუდია A24 , რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს სურათი, ნელ-ნელა ყალიბება არტ ჰაუს ფილმების იდეალურ თავშესაფრად. მათი ახალი პროდუქცია საკმაოდ სულიშემძვრელად გამოიყურება და ძლიერი ჰორორ სუბსტანციის ელემენტებს ატარებს. წელს დაანონსებული საშინელებათა ჟანრის ფილმებიდან სწორედ ამ ნამუშევარს ველით ყველაზე დიდი ინტერესით.

jake-gyllenhaal-carey-mulligan

  1. Wildlife

რეჟისორი: პოლ დანო

მსახიობები: ჯეიკ ჯილენჰოლი, კერი მალიგანი

რამდენად კარგი მსახიობიცაა პოლ დანო, იმენად კარგი რეჟისორიც თუ გამოდგა, მაშინ მშვენიერი სანახაობა გველის წინ. ბავშვის პერსპექტივით დანახული ისტორია ოჯახის ნგრევის შესახებ, ძლიერი დრამატული კალიბრის გარდა, ჯილენჰოლის და მალიგანის რეალისტური პერფორმანსების ნახვის საკმაოდ მაღალ იმედსაც აჩენს.

annihilation-set-photos-700x300

  1. Annihilation

რეჟისორი: ალექს გარლანდი

მსახიობები: ნატალი პორტმანი, ოსკარ აიზეკი, ჯენიფერ ჯეისონ ლი

2015 წლის საიფაი ჰიტის, Ex Machina-ს რეჟისორის მეორე ფილმი პოპულარული ნოველის ადაპტციაა, რომელსაც ”ნებულას” ჯილდო აქვს მიღებული საუკეთესო ნოველის კატეგორიაში. ფილმი აკრძალულ არეა ”იქსზე” მოგვიყვება, სადაც სამეცნიერო ექსპედიციებით გზავნიან ჯგუფებს, მაგრამ ყოველ ჯერზე პასუხების გარეშე რჩებიან. გარლანდი საკმაოდ საინტერესო ავტორია ფანტასტიკის ჟანრში და იმედია ამჯერადაც კარგ სანახაობას და სამსჯელო მასალას შემოგვთავაზებს.

TGC_D02-00156.raf

  1. The Glass Castle

რეჟისორი: დესტინ დენიელ კრეტონი

მსახიობები: ბრი ლარსონი, ვუდი ჰარელსონი, ნაომი უოთსი

მუშათა კლასის ოჯახის ისტორია უაღრესი გაჭირვების პირობებში, როდესაც ვალების გამო ქალაქიდან ქალაქში მალვა უწევთ მშობლებს და ამ პირობებში შვილების რეალობისგან დისტანცირებისთვის, მამას უწევს მაგიური ისტორიებით გაუყალბოს მათ ყოველდღიურობა. კრეტონის წინა ფილმი Short Term 12 ინდი ბრწყინვალება იყო, ძალიან ემოციური და სოციალურად მნიშვნელოვანი თემებით დახუნძლული, ამიტომ მოლოდინი მაღალია, რომ აქაც ძლიერ დრამატულ მედიუმს შემოგვთავაზებს.

ZZ4F1C300D

  1. Blade Runner 2049

რეჟისორი: დენი ვილნევი

მსახიობები: ჰარისონ ფორდი, რაიან გოსლინგი, ჯარედ ლეტო, რობინ რაიტი

რიდლი სკოტის კლასიკური საიფაი ჩემთვის არასოდეს წარმოადგენდა განსაკუთრებული სიყვარულის საგანს, მისი 35 წლის შემდეგ გადაღებული სიქველისადმიც საერთოდ არანაირი ინტერესი არ მექნებოდა, რომ არა რეჟისორის სავარძელშო მოკალათებული დენი ვილნევი, რომელიც ყოველ ახალ ფილმთან უფრო გრანდიოზულ ავტორად ყალიბდება. თუმცა ამ პროექტისადმი მოლოდინს ანელებს ის ფაქტი, რომ საბოლოო სამონტაჟო ჭრაზე უფლება სტუდიას აქვს, ხო, და კიდევ რაიან გოსლინგის უტყვი სახე და მუდამ შეჭმუხნული ჰარისონ ფორდის ყურებაც არ აღელვებს მაინცდამაინც გულს. თუმცა საინტერესოა მსგავსი წინაღობების პირობებში, რის გაკეთებას შეძლებს ვილნევი.

index-pic

  1. Loveless

რეჟისორი: ანდრეი ზვიაგინცევი

ზვიაგინცევი პოსტ საბჭოთა კინოსივრცის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ახალი ფილმი კვლავ ოჯახური სირთულეების ირგვლივ ტრიალებს და როგორც რეჟისორს ჩვევია, ამის მიხედვით ააგებს პოლიტიკურ მეტაფორებს და სოციალური კრიტიკის ციტადელს. სიუჟეტი განქორწინების პირას მყოფ წყვილზეა, რომელთა შვილიც ერთ-ერთი ოჯახური კამათის დროს გაუჩინარდება.

x

Check Also

სიცოცხლის ახალი ფორმები და სიკვდილზე რეფლექსია ”სოუ ფესტივალზე”

სტივენ სპილბერგის ”მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებში” მეცნიერების ჯგუფი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო ხელმძღვანელობს, ცდილობს უცხო ცივილიზაციასთან ...