Breaking
Home » მთავარი » კინო » 2017 წლის 50 აუცილებლად სანახავი ფილმი

2017 წლის 50 აუცილებლად სანახავი ფილმი

benh-zeitlin-vogue

  1. Wendy

რეჟისორი: ბენ ზეიტლინი

ზეიტლინი 2012 წელს საოცარი დებიუტით მოევლინა კინოსამყაროს (Beasts of the southern wild), ორიგინალური, ემოციური, მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების წამომჭრელი ფენტეზი ელემენტების მქონე ფილმით. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და რეჟისორი ახალი ფილმით, ”ვენდი”, ბრუნდება. ამჟამად ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიუჟეტი ეკოსისტემის განადგურებას, ბიოლოგიური ასაკის და დროის თავსებადობას და ადამიანურ ურთიერთობებს ეხება. სავარაუდოდ ფილმის რელიზს გვიან დეკემბერს უნდა ველოდოთ.

1238783_How-To-Talk-To-Girls-At-Parties

  1. How to Talk to Girls at Parties

რეჟისორი: ჯონ კემერონ მითჩელი

მსახიობები: ელ ფენინგი, ნიკოლ კიდმანი, რუთ უილსონი

ფილმი ნილ გეიმანის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა ადაპტირებული. პირველწყარო უკვე ძალიან დიდ ბონუსს იძლევა, რადგან ბრიტანელი მწერლის ისტორია ეგზოტიკური მოგზაურობაა 70-ანების ლონდონში, სადაც პანკ სცენა ბატონობს და ახალგაზრდების წვეულების ეპიცენტრში ვხვდებით. იქ სექსუალური დრაივით დამუხტული ბიჭები ლამაზ გოგონებთან გამოსაუბრებას ცდილობენ, თუმცა გოგონები რთული და უცნაურები ეჩვენებათ. ბარემ ბოლომდე გეტყვით, რომ გოგონები უცხოპლანეტელები არიან. მოკლედ ძალიან დიდი შანსია ჭკვიანური რომანტიკული კომედია მივიღოთ გენდერზე, სექსუალობაზე და ახალგაზრდულ გრძნობებზე.

Stars+Set+Under+Silver+Lake+eXkjUympBHTl

  1. Under the Silver Lake

რეჟისორი: დევიდ რობერტ მითჩელი

მსახიობები: ენდრიუ გარფილდი, რაილი კიო

დეკადის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საგულისხმო საშინელებათა ფილმის It Follows რეჟისორის ახალი სურათი არის ნეო ნუარი, სადაც მოქმედება ლოს ანჯელესში მიმდინარეობს და კრიმინალური ტრილერის კატეგორიაში კვალიფიცირდება.

A film still from A Ghost Story by David Lowery, an official selection of the NEXT program at the 2017 Sundance Film Festival. Courtesy of Sundance Institute | photo by Andrew Droz Palermo.

  1. A Ghost Story

რეჟისორი: დევიდ ლოუერი

მსახიობები: რუნი მარა, კეისი აფლეკი

ფილმს სანდენსის კინოფესტივალზე ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მოყვა და არაერთი კრიტიკოსის მიერ, ახალი თაობის საკულტო მისტიკად შეირაცხა. მოჩვენების ისტორია, რომელიც ამავდროულად რომანტიკულ ვნებებსაც იტევს ენიგმატური და ვიზუალურად პოეტური სანახაობა უნდა იყოს თუ გავითვალისწინებთ ლოუერის ბოლო დამოუკიებელ ფილმს Ain’t them bodies saint.

  1. Molly’s Game

რეჟისორი: აარონ სორკინი

მსახიობები: ჯესიკა ჩესტეინი, იდრის ელბა, კევინ კოსნერი, მაიკლ სერა

ჰოლივუდში მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო სცენარისტი აარონ სორკინი ამჟამად სცენარის დაწერასთან ერთად, ფილმსაც თავად გადაიღებს. მისი რეჟისორული დებიუტი მოიცავს ჰოლივუდის ელიტის, უოლ სტრიტის მილიარდერების, და მიწისქვეშა პოკერის ტურნირების სამყაროს, რაც ფართო ასპარეზს აძლევს სორკინს თავის პოლიტიკური სატირა მთელი ძალისხმევით აამუშაოს და ამ წლის The big short შემოგვთავაზოს.

  1. Wind River

რეჟისორი: ტეილორ შერიდანი

მსახიობები: ელიზაბეტ ოლსენი, ჯერემი რენერი

კიდევ ერთი რეჟისორად გარდასახული სცენარისტი და კიდევ ერთი სანდენსის კინოფესტივალზე ნაქები ფილმი. ტეილორ შერიდანი ის კაცია, ვინც ”სიკარიო” და Hell or high water დაწერა. პოლიტიკურად ანგაჟირებული, მემარცხენე სცენარისტის და რეჟისორის დებიუტი ინდიელთა რეზერვაციაში მომხდარი მკვლელობის გამოძიებას ეთმობა და დიდი ალბათობით კომენტარებს გააკეთებს რასულ საკითხზე და შესაძლოა ტრამპის ამერიკის აღმწერი პირველი მნიშვნელოვანი კინო დოკუმენტიც გახდეს.

  1. Zama

რეჟისორი: ლუკრესია მარტელი

ბოლო წლებში არგენტინიდან გამოჩენილი ალბათ საუკეთესო რეჟისორი, ლუკრესია მარტელი, ცხრა წლის მანძილზე პირველი ახალი ფილმით ბრუნდება. ”ზამა” პარაგვაიში ესპანეთის სამეფოს მსახურ დიეგო დე ზამას შესახებ მოგვითხრობს და პერსონაჟის სექსუალურ, ფინანსურ და ეგზისტენციურ კონფლიქტებს აღწერს. ამის პარალელურად კი რეჟისორი აუცილებლად მოახერხებს სიუჟეტი მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ კლიმატს მოარგოს.

  1. Based on a True Story

რეჟისორი: რომან პოლანსკი

მსახიობები: ევა გრინი, ემანუელ სენიე

რომან პოლანსკის ახალ ფილმს საკმაოდ ბანალური სინოფსისი გააჩნია. მწერლის ისტორია, რომელსაც მისით შეპყრობილ თაყვანისმცემელთან უწევს ურთიერთობის გარკვევა. ყველაფერი სტანდარტული ტრილერის ჩარჩოში ჯდება, რომ არა თავად რეჟისორი, რომლის სასპენსით დატენილი ფსიქოსექსუალური ტრილერები დღემდე ბრწყინვალების ნიმუშად რჩება. იმედია შეძლებს პოლანსკი ახალგაზრდობის დენთის გაღვივებას, ამაში კი მას ოლივერ ასაიასი უნდა დაეხმაროს, ევროპული კინოს ხულიგანი, რომელთან ერთადაც დაწერა ფილმის სცენარი რეჟისორმა.

  1. Three Billboards Outside Of Ebbing, Missouri

რეჟისორი: მარტინ მაკდონა

მსახიობები: ვუდი ჰარელსონი, პიტერ დინკლეიჯი, სემ როკუელი, ფრენსის მაკდორმანდი

შავი კომედიების ბრიტანელი ოსტატი, მარტინ მაკდონა, წელს მესამე ფილმით ბრუნდება. მასთან ერთად უნდა ველოდოთ დრამატული და ისტერიული ყოფითი იუმორის დაბრუნებასაც. რეჟისორს ამჯერადაც ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლი ყავს აქტივში. ფილმის სიუჟეტი კი სტანდარტულად აფსურდულად ჟღერს: დაპირისპირება მისურის პოლიციის შერიფსა და დაკარგული ადამიანის დედას შორის, რომლის შვილის მკვლელის პოვნაც პოლიციამ ვერ მოახერხა, ბრუტალურ განვითარებას პოვებს. ერთი სიტყვით, წინ დიდი დავიდარაბა გველის, რომელიც იმედია ისეთივე ემოციური იქნება, როგორც ”ბრიუგეში” და ისეთივე ენერგიული და სასაცილო, როგორც ”შვიდი ფსიქოპათი”.

  1. Wonder Wheel

რეჟისორი: ვუდი ალენი

მსახიობები: კეიტ უინსლეტი, ჯასტინ თიმბერლეიქი

ვუდი ალენის ახალი ფილმის სიუჟეტის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით ის, რომ მოქმედება 50-ანი წლების ნიუ იორკში განვითარდება. ფილმში პირველად შედგება ვუდი ალენის და კეიტ უინსლეტის თანამშრომლობა, რომელიც თავის დროზე ”მატჩ პოინტში” უნდა შემდგარიყო. აგრეთვე ”კაფე საზოგადოების” შემდეგ ფილმის ოპერატორად ფილმში კვლავ ვიტორიო სტორაროს კანდიდატურას ვიხილავთ.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...