Breaking
Home » მთავარი » კინო » 2017 წლის 50 აუცილებლად სანახავი ფილმი

2017 წლის 50 აუცილებლად სანახავი ფილმი

  1. The Trap

რეჟისორი: ჰარმონი კორინი

მსახიობები: ბენისიო დელ ტორო, ალ პაჩინო, რობერტ პატინსონი, გუჩი მეინი

გაზრდილი ვუნდერკინდი ჰარმონი კორინი შურისძიების ისტორიას იღებს განგსტერ რეპერებზე, ყოფილ პატიმრებზე, წარსულ შეცდომებზე და რასაკვირველია ამერიკის დეკადანსზე. კვლავ ეკლექტური სამსახიობო ანსამბლი და სავარაუდოდ ისევ სტილების აღრევა არათანმიმდევრული, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი სათქმელის ირგვლივ იქნება მოვარაყებული.

  1. Submergence

რეჟისორი: ვიმ ვენდერსი

მსახიობები: ჯეიმს მაკევოი, ალისია ვიკანდერი

უკვე ძალიან დიდი ხანია ვიმ ვენდერსს კარგი ფილმი არ გადაუღია, ბოლოს ასეთი რამ გასულ საუკუნეს დაფიქსირდა. თუმცა წელს არსებობს შანსი, რომ ოდესღაც ბრწყინვალე გერმანელი რეჟისორი გაიხსენებს წარსულის დიდებას. მისი ახალი ფილმის რეალობა ორ ლოკაციაზე იყოფა, სადაც ერთგან, აფრიკის ნაპირებზე ჯიჰადისტებს ყავთ მთავარი პერსონაჟი კაცი შეპყრობილი, მეორეგან კი გრენლანდიის ზღვებში მთავარი პერსონაჟი ქალი იწყებს ჩაყვინთვას. საბოლოოდ ორივე მათგანი ერთი წლით ადრე, საფრანგეთის პლაჟზე გადაინაცვლებს მოგონებებით, სადაც რომანტიკული ურთიერთობის აყვავება იწყება. სიყვარული როგორც გამათავისუფლებელი მედიუმი და სამყარო საზღვრების გარეშე, საკმაოდ კეთილშობილური, თუმცა ამვდროულად გადაღეჭილი თემებია. ასეა თუ ისე, კარგი პერფორმანსების იმედი მაინც უნდა გვქონდეს მაკევოის და ვიკანდერისგან.

  1. The Shape Of Water

რეჟისორი: გილერმო დელ ტორო

მსახიობები: მაიკლ შენონი, მაიკლ სტულბარგი, რიჩარდ ჯენკინსი

ისტორიული კონფლიქტების პერიოდზე გილერმო დელ ტოროს საოცარი ფილმები გამოსდის, ამის მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ”ეშმაკის ხერხემალი” და ”ფავნის ლაბირინთი”, ესპანეთის სამოქლაქო ომის და პოსტ სამოქალაქო ომის პერიოდზე მოთხრობილი ზღაპრული ისტორიები მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ჰუმანისტური გზავნილებით. ამჟამად დელ ტორო ამერიკაში, ცივი ომის პერიოდში ტრანსპორტირდება და არაამქვეყნიურ არსებებზე სახელმწიფო კვლევით განყოფილებას გაგვაცნობს და ამის პარალელურად სასიყვარულო ისტორიას მოგვიყვება. გადავიჯვარედინოთ თითები, რომ ეს ფილმი უფრო მეტად გავდეს დასაწყისში ნახსენებ ორ სურათს და უფრო ნაკლებად რეჟისორის ბოლო ორ ფილმს.

  1. Battle of the Sexes

რეჟისორი: ჯონათან ეიტონი, ვალერი ფერისი

მსახიობები: ემა სტოუნი, სტივ კარელი

2006 წლის ინდი ჰიტის Little Miss Sunshine-ის და 2012 წელს ნაკლებ გახმაურებული, ბრწყინვალე რომანტიკის, ”რუბი სპარქსის”, რეჟისორები ახალი პროექტით ბრუნდებიან. ”სქესთა შერკინება” რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ლეგენდარული ტენისის მატჩის შესახებ ყვება, რომელიც მსოფლიოს პირველი ქალ და კაც ჩოგნებს, ბილი ჯინ კინგსა და როი რიგსს შორის გაიმართა. ფილმის სათაური პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით იქნება წარმოჩენილი და კორტებს მიღმა არსებულ სოციო-ეკონომიკურ პრობლემებს შეეხება.

  1. The Square

რეჟისორი: რუბენ ოსტლუნდი

მსახიობები: ელიზაბეტ მოსი, დომინიკ უესტი

რუბენ ოსტლუნდი მსოფლიო კინო რადარებზე 2014 წელს გამოიკვეთა, როდესაც ბრწყინვალე ფილმი გადაიღო, ”ფორს მაჟორი”, რომელიც ოჯახური ინსტიტუტის, საზოგადოებრივი ნორმების, გენდერული როლების და იმის შესახებ საუბრობდა, რომ პირადი და საჯარო თანაბრად პოლიტიკურია. მისი ახალი ფილმი ამ ყველაფერზე კიდევ უფრო დიდი ირონიზების საშუალებას მიცემს, რადგან სიუჟეტი ვითარდება ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც ადამიანები იკრიბებიან და შეუძლიათ ნებისმიერი რამ გააკეთონ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. თავისუფლების იდეის, დემოკრატიის და ლიბერალური ღირებულებების ძალიან  საინტერესო იუმორისტული ანალიზი უნდა მივიღოთ შედეგად.

C23hS58W8AIF5YA

15.                                                                Baby Driver

რეჟისორი: ედგარ რაიტი

მსახიობები: ჯონ ჰემი, ჯეიმი ფოქსი, კევინ სპეისი, ანსელ ელგორტი

SXSW-ს კინოფესტივალზე ფილმი უკვე ერთპიროვნულად შერაცხეს წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მისი რეჟისორი თანამედრვე კომედიის ალბათ ყველაზე დიდებული შემოქმედი გახლავთ. Baby Driver უკვე მოინათლა ყველაზე მძაფრსიუჟეტიან მოდერნულ მიუზიკლად, სადაც ქორეოგრაფია მანქანების რბოლებით და ექშენ სცენებით არის კონსტრუირებული. ძალიან სტილისტური ვიზუალური მხარე, ძალიან დიდი მხიარულება და სავარაუდოდ ძალიან კარგი რომანტიკული შიგთავსი დაგვხვდება ედგარ რაიტის მეხუთე ფილმში.

  1. Downsizing

რეჟისორი: ალექსანდრ პეინი

მსახიობები: მეთ დეიმონი, კრისტოფ უოლცი, ალეკ ბოლდუინი, კრისტენ ვიგი

ალექსანდრ პეინის ახალი ფილმი ლიბერალური ”ენჯეო” სექტორის ღამის კოშმარივით ჟღერს. ისტორია კონცენტრირდება მთავარ გეი პერსონაჟზე, რომელსაც სურს სიმაღლეში კლების ოპერაცია ჩაიტაროს, რათა მან და მისმა მეუღლემ შეძლონ პლანეტის გადარჩენა და უკეთესი საცხოვრებელი პირობები შეიქმნან. სოციალური და პოლიტ-ეკონომიკური სატირის უდიდესი ნიმუში შეიძლება მივიღოთ ხელთ წლის ბოლოს.

  1. Ismael’s Ghosts

რეჟისორი: არნო დეპლეშანი

მსახიობები: მარიონ კოტიარი, შარლოტა გინსბურგი, ლუი გარელი, მატიუ ამალრიკი

დეპლეშანის ახალი ფილმი კინო რეჟისორზეა, რომელიც ახალ ურთიერთობაშია, მაგრამ ყოფილი შეყვარებულის სიკვდილს კვლავ გლოვობს. გადაღების ერთ დღეს 20 წლის წინ გარდაცვლილი ყოფილი შეყვარებული ბრუნდება. საოცარი ინტრიგით და მისტიკით ნაკვები სინოფსისი და დეპლეშანის უნარი ადამიანური ურთიერთობის ანატომია მოლეკულურ დონეზე წარმოაჩინოს და სრული ემოციური სიცხადით მიაწოდოს მაყურებელს, პროექტისადმი საოცრად მაღალ მოლოდინს აჩენს.

  1. You Were Never Really Here

რეჟისორი: ლინ რემზი

მსახიობები: ხოაკინ ფენიქსი, ალესანდრო ნივოლა

დღეს მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო ქალი რეჟისორი, ლინ რემზი, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. მისი ახალი ფილმი სექს ტრეფიკინგის პრობლემას შეეხება. მეტი პროექტის შესახებ არცაა ცნობილი. უნდა ველოდოთ რეჟისორისთვის ჩვეული დაძაბულობის უმაღლეს დუღილის წერტილს ყოველდღიური პრობლემების წარმოჩენისას, დასმული საკითხის სწორი რაკურსით განხილვას და შემაძრწუნებელი შეგრძნებების მატარებელ შთამბეჭდავ ვიზუალურ თხრობას.

  1. Mother!

რეჟისორი: დერენ არონოვსკი

მსახიობები: ჯენიფერ ლოურენსი, ხავიერ ბარდემი, მიშელ პფაიფერი, ედ ჰარისი

არონოვსკიმ რამდენიმე წლის წინ სტუდიურ პირობებში საკმაოდ მდარე და მისი ფილმოგრაფიის ყველაზე ცუდი ფილმი გადაიღო ”ნოეს” სახით. თუმცა მას შემდეგ, გასულ წელს, პაბლო ლარაინის ბრწყინვალე ”ჯეკის” პროდუსერი გახლდათ და წელს ისევ დამოუკიდებელ კინოს უბრუნდება, საკუთარი სცენარით და საოცარი სამსახიობო ანსამბლით. რეჟისორის ახალი მისტიკური დრამა წყვილის ირგვლივ ტრიალებს, რომელთაც მშვიდ ყოფას დაუპატიჟებელი სტუმრები დაურღვევენ. პირველად არონოვსკის კარიერაში, მის ფილმზე მუსიკას კლინტ მანსელი არ დაწერს. ეს ძალიან ცუდი ინფორმაცია იქნებოდა, მის შემცლელად იოჰან იოჰანსონი რომ არ მოგვვლენოდა, ამიტომ, მუსიკის განყოფილებაში ყველაფერი წესრიგში იქნება.

x

Check Also

რა ხდებოდა Tbilisi Open Air 2017-ზე

ტექსტში აღბეჭდილია რედაქციის წევრების შთაბეჭდილებები სადღაც ნუცუბიძის მესამე პლატოს ვიყავით ახალი გამოცდენილები, ლისისკენ მიმავალ ავტობუსში, ...