Breaking
Home » მთავარი » კინო » 2017 წლის 50 აუცილებლად სანახავი ფილმი

2017 წლის 50 აუცილებლად სანახავი ფილმი

  1. The Killing Of A Sacred Deer

რეჟისორი: იორგოს ლანთიმოსი

მსახიობები: კოლინ ფარელი, ნიკოლ კიდმანი, ალისია სილვერსტოუნი

ლანთიმოსის და მისი მუდმივი კოლაბორატორის, ეფტიმის ფილიპუს, ორიგინალური სცენარი ქირურგის და თინეიჯერი ბიჭის უჩვეულო მეგობრობას აღწერს. რასაკირველია როგორც რეჟისორის წინა ფილმებში, აქაც მრავლად იქნება ირაციონალური ქმედებები, სოციალური კონსტრუქტების რღვევა, წეს-ჩვეულებების გადაწერა და ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც რეჟისორს სათქმელის ზუსტად და ბრუტალური სიცხადით გადმოცემაში დაეხმარება.

  1. The Other Side of Hope

რეჟისორი: აკუ კაურისმიაკი

მსახიობები: ვილე ვირტანენი, კატი აუტინენი

ფინელი გიგანტის, აკი კაურისმიაკის ახალი ფილმი სირიელი ლტოლვილების მსოფლიო კრიზისს ეხმიანება და პირდაპირ ასახავს მას. რეჟისორისთვის ჩვეული მშრალი იუმორი, ჰუმანისტური ისტორია და ძლიერი პოლიტიკური სარჩული გარანტირებულია.

  1. Dark Glasses

რეჟისორი: კლერ დენი

მსახიობები: ჯულიეტ ბინოში, ჟერარ დეპარდიე

კლერ დენი შეუძლებელ საქმეს შეეჭიდა და განიზრახა როლან ბარტის ფილოსოფიური ნაშრომის, ”შეყვარებულების დისკურსის”, კინო ადაპტაცია გადაიღოს. შეუძლებლობა პირველ რიგში იქიდან გამომდინარეობს, რომ ბარტის ტექსტს თანმიმდევრული ნარატივი არ გააჩნია, ის არ ყვება ისტორიას, არამედ აღწერს პირად განცდებს და აანალიზებს ფრაგმენტებს სხვა ავტორების (ბალზაკი, ნიცშე, პლატონი და ა.შ.) ამურულ პასაჟებს. ბარტი სიყვარულის ენაზე საუბრობს, რაც ძალიან რთული იქნება ვიზუალურად გადმოსაცემად. თუმცა თუ ვინმე შეძლებს პირველწყაროს ესთეტურ და იდეურ ეკრენიზაციას, ეს შეიძლება სწორედ კლერ დენის ჰიპნოზურმა და ეპილეპტიკურმა ვიზუალმა მოახერხოს.

  1. Logan Lucky

რეჟისორი: სტივენ სოდერბერგი

მსახიობები: დენიელ კრეიგი, ადამ დრაივერი, ჩანინ ტატუმი, ჰილარი სუონკი

ფილმი, რომლის გადაღბის გამოც სტივენ სოდერბერგი კინოს დაუბრუნდა, უპირობოდ იმსახურებს ყველაზე მაღალი მოლოდინის მქონე ფილმების ათეულში ყოფნას. კრიმინალურ კომედიას ზედაპირულად აღწერენ როგორც რედნეკებით დაკომპლექტებულ ”ოუშენის მეგობრებს”. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, სოდერბერგი ის რეჟისორია, რომლის ნამუშევრის გამოტოვება არაფრით შეიძლება.

  1. Last Flag Flying

რეჟისორი: რიჩარდ ლინკლეიტერი

მსახიობები: ბრაიან კრენსტონი, სტივ კარელი, ლოურენს ფიშბორნი

რიჩარდ ლინკლეიტერის ახალი ფილმი იქნება ჰოლ ეშბის საკულტო ფილმის, ”უკანასკნელი დეტალის” სულიერი შთამომავალი. სულიერი სიქველების დიდებულად ქმნადობაში ლინკლეიტერმა გასულ წელს კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, ამიტომ, მისი ახალი ფილმისადმი მოლოდინი ძალიან მაღალია.

  1. Okja

რეჟისორი: ბონგ ჯუნ ჰო

მსახიობები: ტილდა სუინტონი, ჯეიკ ჯილენჰოლი

ჯუნ ჰოს ახალი ფილმი ბიოლოგიური ექსპერიმენტის შედეგად შექმნილ მონსტრზე, ძალაუნებურად იწვევს მის პირველ მსგავს ფილმთან, The Host-თან, ასოციაციებს. თუმცა თუ წინა შემთხვევაში კაპიტალისტური წესრიგის მტაცებლურ ბუნებას ქვეტექსტებით აკრიტიკებდა რეჟისორი, ახალ ფილმში, როგორც ჩანს, სრული სიცხადით და ინტენსივობით გააკეთებს ამას, როგორც უკვე წარმატებით შეძლო ეს Snowpiercer-ში. უნდა ველოდოთ ძალიან საინტერესო, ვიზუალურად შთამბეჭდავ და თანამედროვე სამყაროსთან რელევანტურ ფილმს.

  1. Where Life is Born

რეჟისორი: კარლოს რეიგადასი

მექსიკური კინოს ყველაზე ორიგინალური და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი თავის ახალ ფილმში ისტორიას ოჯახის ირგვლივ ანვითარებს, რომელიც ცდილობს ძველი სამყაროს და მოდერნულობის დაბალანსებას საკუთარ ცხოვრებაში. როგორც ცნობილია, რეჟისორი თავად ითამაშებს ერთ-ერთ როლში. ფილმის გამოსვლის თარიღად წლის მიწურულს ასახელებენ.

  1. On the Beach at Night Alone / Claire’s Camera

რეჟისორი: ჰონგ სანგ სუ

 სამხრეთ კორეელი გიგანტი წელს სამ ფილმს იღებს. იქიდან გამომდინარე, რომ მესამეზე არც სათაური არსებობს და ვერც სხვა სახის ინფორმაციას მივაგენით, სიაში მხოლოდ ორი, უკვე გამოსული On the Beach at Night Alone და სამონტაჟო სტადიაში მყოფი ”კლერის კამერა” მოხვდა. ამ უკანასკნელში სანგ სუ მეორედ ითანამშრომლებს იზაბელ იუპერთან, ხოლო პირველში აზიური კინოს მშვენიერებას, კიმ მინ ჰის ვიხილავთ, რომელთანაც აგრეთვე მეორე კოლაბორაცია ექნება რეჟისორს. პირველი ფილმი მსახიობ ქალზეა, რომელიც დაქორწინებულ კაცთან საკუთარ ურთიერთობაზე პლაჟის პირას დაიწყებს ფიქრს, მეორე კი მწერალ ქალზე, რომელიც უნივერსიტეტში ასწავლის. რეჟისორის ჩვეული მინიმალისტური გადაღების სტილი და თხრობის მანერა, ემოციური კატაკლიზმები და ფილოსოფიური დაკვირვების პრიზმა გადაგვეშლება თვალწინ.

2.                                                                   Happy End

რეჟისორი: მიჰაელ ჰანეკე

მსახიობები: იზაბელ იუპერი, ჟან ლუი ტრენტინიანი

ფილმის სინოფსისი ასეთია: დრამა საფრანგეთში მცხოვრები ოჯახის შესახებ, რომელსაც ფონად ევროპაში ემიგრანტების კრიზისი გასდევს. მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰანეკე ახალ ფილმს იღებს, რომელსაც ”ბედნიერი დასასრული” ეწოდება. ამაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა წლის მანძილზე ძალიან ცოტა რამ იქნება.

  1. Untitled Paul Thomas Anderson Project

რეჟისორი: პოლ ტომას ანდერსონი

მსახიობები: დენიელ დეი ლუისი

პოლ ტომას ანდერსონის ახალ ფილმს ჯერ-ჯერობით სათაური არ გააჩნია, მაგრამ ვიცით, რომ სიუჟეტი 50-ანი წლების ლონდონში ვითარება, რომლის ეპიცენტრშიც დეი ლუისის პერსონაჟი მკერავია, რომელიც ელიტურ და სამეფო ოჯახის წევრებს აცმევს. ანდერსონის ყოველი ახალი ფილმი უდიდესი კინომოვლენაა, რომელიც სულ უფრო ფართო ენაზე მეტყველებს და გიგანტურ გასაანალიზებელ მასალას გაწვდის. ყველაფრიდან გამომდინარე კი მეტაფიზიკური შეუძლებლობა არსებობს იმისა, რომ ეს სურათი დიდებულება არ გამოდგეს.

x

Check Also

სიცოცხლის ახალი ფორმები და სიკვდილზე რეფლექსია ”სოუ ფესტივალზე”

სტივენ სპილბერგის ”მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებში” მეცნიერების ჯგუფი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო ხელმძღვანელობს, ცდილობს უცხო ცივილიზაციასთან ...