Breaking
Home » მთავარი » სერიალები » მიმოხილვა: Game of Thrones 7.4

მიმოხილვა: Game of Thrones 7.4

ავტორი: ფორვე

სპოილერებისგან თავის არიდების მცდელობა ჩვეულებრივ შემთხვევებშიც კი არ არის მარტივი საქმე, რომ არაფერი ვთქვათ იმ შემთხვევაზე, როდესაც ეპიზოდი რამდენიმე დღით ადრე ილიკება ინტერნეტში. ”სამეფო კარის თამაშები” დიდი ხანია აღარ არის სერიალი, რომელსაც მხოლოდ მისი ინტრიგების და ჭკვიანურად დაწერილი სცენარის გამო უყურებ. შოუს მთავარი ხიბლი დეკორაციებში, ვიზუალურ ეფექტებში, ბატალურ სცენებში და გადასაღებ ლოკაციებშია, პერსონაჟებში ჩადებული ემოციური კაპიტალი კი უკვე რამდენიმე სეზონია ინერციით და შოკის მომგვრელი მომენტებით სულდგმულობს. ამიტომ, კარგი ხარისხის მოლოდინს ყოველთვის მოაქვს თავისი დივიდენდები, მეოთხე ეპიზოდში კი ეს განსაკუთრებულად მომგებიანი სვლა გამოდგა, რადგანაც სერიის ბოლო 10 წუთი ამ სეზონში ექშენითაც და ემოციურადაც ყველაზე დატვირთული იყო.

დავიწყოთ ჩრდილოეთით, სადაც ყველაფერი მოლოდინის რეჟიმშია გაყინული. პირველი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, შოუს ქრონოლოგიით უკვე რამდენიმე თვე გავიდა (მეორე ეპიზოდში ჯონი ვინტერფელშია, მესამეში კი მისგან რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებულ დრაგონსთოუნში). რით არის დაკავებული ამასობაში მკვდართა არმია უცნობია. წიგნების ლოგიკით ისინი სამხრეთით კედლის დანგრევის გარეშე ვერ დაიძრებიან, სერიალის მიხედვით კი, სავარაუდოდ კედლისთვის შემოვლას ეცდებიან, რისთვისაც უკვე საკმარისზე მეტი დრო ქონდათ. „კარგი რა, თუ ძმა ხარ, დრაკონებია შოუში, რა მანძილების თვლა აგიტყდა…“ სავარაუდოდ ის ფრაზაა რითაც შოურანერები მომიგერიებდნენ, სულ ყლეზე რომ არ ეკიდოთ რა ფიქრები აწუხებს ვიღაც ნერდს ღამის 2 საათზე და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სერიალის გადაღებით არ იყვნენ დაკავებულნი.

სტრაკების მთელი ოჯახის ერთ ადგილას თავის მოყრა კვლავაც ვერ მოხერხდა, ისევე, როგორც Friends-ის კასტის რიუნიონი (ხან მეტიუს არ სცალია, ხან კორტნის სახეზე ბოტოქსის ახალი დოზა აქვს შესაყვანი…). მოკლედ, ამჯერად სახლში ჯონი არ აღმოჩნდა და მაყურებლის ორი საყვარელი სტარკის (კარგი, ერთი სტარკის და ერთი ტარგარიენის) ჩახუტება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამასობაში ბრენდონ სტარკს ახალი ეტლი აჩუქეს. ისღა დარჩენია თმა გაიცვინოს და „განსაკუთრებული“ ბავშებისთვის სკოლა გახსნას, რომ საბოლოოდ ტრანსფორმირდეს პროფესორ სამთვალა ყორნად. ამ ეპიზოდში მას არ უცდია ვინმესთვის პოსტ ტრავმატული სინდრომი გაეღვივებინა, მაგრამ ბეილიშს, შვიდ სამეფოში ყველაზე სანდო ადამიანს გამოუტყდა, რომ სერიალის წინა სეზონებიც აქვს ნანახი (“Chaos is a ladder”) და  შემდეგის დალიკული სცენარიც წაიკითხა.

დაენერისის და ჯონ სნოუს სთორილაინი სულ უფრო იძენს რომკომის სახეს. გოგოები ჭორაობენ თუ რამდენად საინტერესოა საჭურისთან სექსი, დავოსი კი ოღრაში ბიძიის მსგავსად აქეზებს სნოუს: „აა, ძუძუებს უყურებდი, შე პატარა ნაბოზარო”. მოკლედ, ეს ყველაფერი დენის და ჯონის პირველ პაემანში კულმინირდება, რომელიც რა თქმა უნდა ჯონ სნოუსთვის ყველაზე სექსუალურ გარემოში, გამოქვაბულში ხდება. პირველი ადამიანების, ტყის შვილების და ბორჯღალოს ფონზე დენი თავის ცნობილ ორმაგ სტანდარტებს იშველიებს და სნოუს თხოვს თავის სიამაყეს გადააბიჯოს და ის დედოფლად აღიაროს. ისე რა აზრი აქვს კაცობრიობის გადარჩენას, თუ ვესტეროსის მმართველი არ გახდები…

პაემანი დასასრულს უახლოვდება, როდესაც ტირიონი და ვარისი დაენერის აცნობენ მისი მორიგი მარცხის შესახებ. იმის გაცნობირება რომ საკუთარი ინტელექტუალური რესურსით მტერის დამარცხება მას არ გამოუვა, დაენერისი ჯავრს ტირიონზე იყრის და ვესტეროსის ბირთვული იარაღის, დრაკონების, გამოყენებას ქინგს ლენდინგზე დააპირებს, თუმცა შოუს მორალური კომპასის წყალობით (ჯონ სნოუ) გადაიფიქრებს და ამის ნაცვლოდ ამ სეზონში ყველაზე მასშტაბურ ბრძოლის სცენას შესთავაზებს მაყურებელს.

ლომის ტრაკში გაკეთებული თავები, მძრეველი კლოუნები, გაჭენებულ ცხენებზე მოტყნაურე აკრობატები… მოკლედ, ბრძოლისთვის მოუმზადებელ ლანისტერების არმიას თავზე აპოკალიფსი დაატყდებათ. ძალთა ბალანსი იმდენად ცალხმრივი გამოდგება, რომ ბრძოლის მაგივრად უფრო ჟლეტვის მოწმეები ვხდებით. იგივეს განიცდის ტირიონიც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება საკუთარი სანათესაოსგან (ჯეიმის გამოკლებით) ჩაგვრის გარდა არაფერი მიუღია, საკუთარი ოჯახის მოღალატედ გრძნობს თავს. იმ მონეტშიც კი, როდესაც ჯეიმი კვლავ აღმოაჩენს თავის რკინის ყვერებს და შუბით დაენერისისკენ და დრაკონისკენ გაექანება, რთული სათქმელია გულის სიღრმეში ვის გულშემატკივრობს ტირიონი…

სხვა:

  • როგორ გაატარა უიქენდი სტატიის ავტორმა

Animated GIF  - Find & Share on GIPHY

  • არიას და ბრიენას ორთაბძროლის შემხედვარეს, სანსას საკუთარი უსარგებლობის გრძნობა უმძაფრდება
  • დრაკონების ცეცხლი იერუსალიმიდან იმპორტირებული და მორწმუნეთათვის უვნებელი გამოდგა

 

x

Check Also

რეცენზია: The Defenders

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი მარველის “დამცველები” ერთი შეხედვით უდიდესი პროექტი ჩანს, წლების მანძილზე ოთხი კარგად განვითარებული ...