Breaking
Home » მთავარი » თამაშები » რეცენზია: Call of Duty: Infinite Warfare

რეცენზია: Call of Duty: Infinite Warfare

   გიემფლეის მხრივ დეველოპერები სულ ცდილობენ მოთამაშეს რაღაც ახალი შემოსთავაზონ, როგორც გლობალურად, ასევე კერძოდ მისიებში. პროგრესირებისას შეიქმნება ახალი სიტუაციები, მოგეცემათ გაჯეტები, გარემო რაღაც ცვლილებას განიცდის. Infinity Ward ძალ-ღონეს არ იშურებს რომ მოთამაშე გაართოს და ეს კარგადაც გამოსდის.

   მექანიკის ელემენტები, თავისი გაჯეტებით და მოძრაობით, მრავალმომხმარებლიან რეჟიმშიც გადადის. Call of Duty-მ საბოლოო სახე მიიღო ფუტურისტული გეიმფლეით. თამაში დიდად არ განსხვავდება ბოლო იტერაციებისგან. სწრაფი გეიმფლეი, ხტუნაობა, პერკები. თუმცა კოსტუმიზაცია უპრეცენდენტოდ დეტალურია, თანაც იარაღების კრაფტიც არის წარმოდგენილი.

   მოთამაშეები ამჯერად კლასის ანალოგიურად თვისებათა ჩარჩოს ირჩევენ, რომელსაც თავის სტილს არგებენ. კლასიკურ რეჟიმებს რამოდენიმე ახალი დაემატა, თუმცა იმდენად საინტერესო არა, რომ სერიაში დიდი ხნით დარჩნენ. Call of Duty-ს მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი, მიუხედავად Infinity Ward-ის კარგი ცდისა, მაინც სტანდარტული რჩება. მას ჰყავს თავისი ფანები რომლებსაც სავარაუდოდ მოეწონებათ ახალი ვარიანტი, მაგრამ მათთვის ვინც COD-ის ქსელურ ბატალიებში უკვე ძალიან დიდი ხანი არ ჩართულა, სტატიის ავტორის ჩათვლით, ეს საკმარისი არაა სერიის ონლაინ ელემენტში დასაბრუნებლად. თუმცა, ობიექტური შეფასებით ის საკმაოდ ხარისხიანია და მოყვარულები კმაყოფილი უნდა დარჩნენ.

   ზომბი რეჟიმი Call of Duty-ში უკვე პრაქტიკულად ცალკე თამაშად გადაიქცა და სავსებით დამსახურებულად. საინტერესოა, რომ სამივე დეველოპერს რომლებიც ახლა სერიაზე მუშაობენ, ეს რეჟიმი ერთნაირად კარგად გამოსდის, ალბათ საქმე იმაშია, რომ მისი გაკეთებისას ისინი უბრალოდ ერთობიან და საშუალება აქვთ განასახიერონ ყველაფერი რაც თავში მოუვათ. ამჯერად ოთხმოციანი წლების კოსმოსურ პარკში გვეპატიჟებიან, სადაც დინამიკებიდან დევიდ ჰესელჰოფის ხმა გვესმის. სწორეთ მისი რეჟისორობით პროტაგონისტთა კლიშირებული ოთხეული ზომბების ტალღებს უპირისპირდება. რეჟიმი საკამოდ სახალისო და საინტერესოა მეგობრებთან ერთად სათამაშოდ.

   ტექნოლოგიების მხრივ Call of Duty ქება-დიდებას იმსახურებს. მართალია ის არ გახდება ყველაზე ლამაზი თამაშის ტიტულის მფლობელი, მაგრამ ძრავა, IW Engine, კარგად უმკლავდება მაშტაბურ სცენებს, დეტალიზაციას, სხვადასხვა ეფექტებს. მცირე პრობლემები აქვს ტექსტურებთან, მაგრამ არაფერი კრიტიკული. სიმძლავრე საკმარისია მხატვრების მიერ შექმნილი პეიზაჟების საჩვენებლად, რაც საკმარისზე მეტია. მასშტაბურ სცენებში ეკრანზე უამრავი ანიმირებული ელემენტია, პერსონაჟებით და ტექნიკით. ასეთი მოძრაობით სავსე გამოსახულება დიდი იშვიათობაა. უნდა ავღნიშნოთ, რომ PC პორტი მოიკოჭლებს. პარამეტრები მრავლადაა, მაგრამ ტექსტურები ხშირად დროულად არ იტვირთება, ზოგჯერ სცენაში კედლები არაა. საბედნიეროდ ეს ყველაფერი უახლოეს პაჩებში გამოსწორდება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ Steam და Windows Store თამაშის ვერსიებს შორის ქსელური კავშირი შეუძლებელია. ის ორი ადამიანი ვინც Microsoft-ის სერვისს იყენებს, ძალზე უკმაყოფილო იქნებიან.

   მუსიკა ძალიან კარგია. სარა შახნერის (AC Unity, Far Cry 3) მიერ დაწერილი საუნდტრეკი ხაზს უსვამს ფუტურისტულ სეტინგს, მაგრამ ემოციურ ნოტებსაც არ ივიწყებს, რათა ჯარისკაცთა ცხოვრების თემატიკა გამოკვეთილი დატოვოს. გახმოვანებას და მსახიობთა თამაშს რაც შეეხება, აქ Call of Duty-ს არასდროს ჰქონია პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის performance-capture ინდუსტრიაში დღეს სწორედ Call of Duty-ს თამაშებშია და Infinite Warfare გამონაკლისი არაა. ბრაიან ბლუმი, როგორც თამაშის სცენარისტი, ასევე მთავარ როლსაც თამაშობს. ის ძალზედ დადებითი პერსონაჟია, მაგრამ ცოცხლად აღიქმება როგორც ყველა დანარჩენი. ცალკე აღნიშნვას იმსახურებს რობოტი E3N. ირონიულად, ბოლო დროს გასართობ ინდუსტრიაში ტენდენციაა, რომ რობოტი პერსონაჟები ყველაზე მხიარული და ქარიზმატიული არიან.

   Call of Duty: Infinite Warfare შესანიშნავი თამაშია. მე მისი შეფასებისას 100 % ობიექტური ვერ ვიქნები. კოსმოსი ყოველთვის ჩემი ინტერესების დიდ ნაწილს იკავებდა, SciFi საყვარელი ჟანრია ხელოვნებაში, ხოლო COD ჯერ ერთი, რომ უბრალოდ ძალიან მომწონს, მილიტარიფილური გადახრების გამოც, მეორეც უამრავი ნოსტალგიური მოგონებაა დაკავშირებული ამ სერიასთან. მე პირადად ძალიან მიხაროდა, როდესაც სიუჟეტურ კამპანიას გავდიოდი და თან კოსმოსური თავგადასავლის შეგრძნება მქონდა. ეს სუბიექტურად, მაგრამ ობიექტურადაც თამაშის აშკარა ღირსებებს ვერ დავმალავთ. სერიის ფორმულამ ამჯერად საგრძნობლად დიდი ცვლილებები განიცადა, მექანიკურად თუ არა, კონსტრუქციულად ყოველ შემთხვევაში. Infinite Ward-მა დაიბრუნა თავისი კეთილი სახელი, სერიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილის გაკეთებით. გამოუვიდათ თუ არა უკვე მესამეჯერ COD-ისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა? მე ვთვლი რომ კი. ინდუსტრია შეცვალეს როგორც წინა დროს? არა. ამის გაკეთება ახლა ძალიან ძნელია და როგორც ჩანს IW ამას არ უმიზნებდა. ვინ იცის, იქნებ შემდეგში ესეც გამოუვიდეთ.

   Infinity Ward არის ჯგუფი რომელმაც 2003-ში გამოიგონა Call of Duty. ოთხი წლის შემდეგ მათ არამარტო ახალი სიცოცხლე აჩუქეს სერიას, არამედ ჩამოაყალიბეს თამაშების ინდუსტრიის თანამედროვე სახე, Modern Warfare-ს რელიზით. შემდეგ მოხდა დიდი კონფლიქტი, COD-ის მამებმა Infinity Ward დატოვეს Titanfall-ის გასაკეთებლად, ხოლო მათი შექმნილი სერიის ფლაგმენობა უკვე სხვა დეველოპერებმა ჩაიბარეს. ,,მამების’’ გარეშე IW-მ ორი თამაში გამოუშვა და რბილად რომ ვთქვათ, ორივე საშუალოზე დაბალი დონის შუტერი გამოდგა, განსჭვალული დეველოპერების სახვითი იმპოტენციით.    ახალი თაობის კონსოლების გაზრდილი სიმძლავრე, უკეთესი გამოსახულების და მდიდარი კონტენტის შექმნის საშუალებას იძლევა. ეს კი უფრო მეტ დროს და რესურსებს მოითხოვს, ამიტომ Activision-მა COD სამწლიანი მომზადების ციკლზე გადაიყვანა და გამოთვლებში…

Review Overview

10 - 9

9

შესანიშნავი

Summary : Call of Duty: Infinite Warfare, 2016, FPS/Adventure, Infinity Ward, Activision; Windows 7 64 bit, Intel Core i3-3225 @ 3.30GHz, 8 GB RAM, NVIDIA GeForce GTX 660 2GB / AMD Radeon HD 7850 2GB, 70 GB HDD;

User Rating: 2.55 ( 1 votes)

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...