Breaking
Home » მთავარი » თამაშები » რეცენზია: Mafia III

რეცენზია: Mafia III

რეკეტის აღება ფიქსირებული დავალებათა ნაწილით ხდება. მეთაურს გარკვეულ თანხაზე ზიანი უნდა მივაყენოთ, რათა მან თავისი სამალავი დატოვოს და საქმეში ჩაერთოს. ზიანის მიყენება შეიძლება მეთაურის ლეიტენანტების მოკვლით, ხალხის დაკითხვით, მისი მომარაგების სისტემაში ჩარევით, მნიშნელოვანი ნივთების მოპარვით, ან სავაჭრო პროდუქციის გაფუჭებით. სულ ეს არის. ცხრავე უბანში ზუსტად იგივე სისტემით მუშაობა მოგიწევთ. მოცემული დავალებების არჩევა შესაძლებელია, რადგან მატერიალური ზიანის მისაყენებლად, ყველას შესრულება საჭირო არ არის. ამიტომ, თავად შეიძლება მოიწყოთ ვარიაციული გეიმფლეი.

პრობლემა აქ იმაში მდგომარეობს, რომ დეველოპერებმა თამაშის პროექტირებისას კრიტიკული შეცდომა დაუშვეს. მათ შექმნეს საკმაოდ კარგი მექანიკა, რომელიც ცალკე რომ შევხედოთ, გამართულად მუშაობს, შემდეგ გადაწყვიტეს რომ ამ მექანიკას ისტორიას მოარგებდნენ და ყველა კმაყოფილი იქნებოდა, რაშიც შეცდნენ.

ბევრ თამაშში, დეველოპერები ცდილობენ ჯერ დაწერონ ისტორია, რომელშიც იქნება საინტერესო სიტუაციები, ხოლო შემდეგ ამ სიტუაციებს მოარგონ გეიმფლეი. ასე აკეთებს ჰიდეო კოჯიმა, რომლის ეპიზოდებშიც მოვლენას განაპირობებს ისტორია, ხოლო პროგრესირებას ჩვენ ვახდენთ გეიმფლეის დახმარებით.

Mafia III-ის დეველოპერებმა გადაწყვიტეს რომ გეიმფლეის მოარგონ ისტორია, რაც მოთამაშის ჩართულობას ადგილზევე წყვეტს. სამწუხაროა, რადგან ნათელია რომ დეველოპერები მართლაც ცდილობდნენ რაღაც ღირებული შეექმნათ, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებების რიგმა ასეთ კაზუსამდე მიგვიყვანა.

რეკეტის დაპყრობის მისიების ერთფეროვნებას კომპენსაციას უწევს უბნის უფროსის მკვლელობა. ეს დავალებები კარგად არის დადგმული: გემოვნებიანი რეჟისურით, საინტერესო სიტუაციებით, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტებით და პერსონაჟების აღსარებით. ღირს თუ არა მათ სანახავად გრინდის მოთმენა, ეს უკვე პირადი შეკითხვაა.

უბნის დაპყრობის შემდეგ, ის უნდა ჩავაბაროთ ჩვენს ქვეშევრდომს. არჩევნის გაკეთება სამი კანდიდატიდან შეიძლება – ირლანდიელი ბერკი, ჰავაიელი კასანდრა და იტალიელი ვიტო (ზუსტად ის ვიტორიო სკალეტა მეორე თამაშიდან). შეგიძლიათ წყნარად იყოთ, ამჯერად მის სახეზე ემოციები გამოისახება და საკმაოდ საინტერესო პერსონაჟადაც წარმოგვიდგება.

ოთხკუთხედ მაგიდასთან შეკრებისას, თითოეული კანდიდატი გამოთქვამს აზრს თუ რატომ უნდა ჩააბაროთ მას მოცემული უბანი. სპეციალურ გრაფიკაზე კი დაინახავთ ბონუსებს, რომელსაც მიიღებთ კონკრეტულ პერსონაჟზე არჩევნის გაკეთების შემთხვევაში. ეს ელემენტი სწორხაზოვანი არ არის, ამიტომ თუ რომელიმე პერსონაჟს თამაშგარეში დატოვებთ, სულ მალე შეიძლება გიღალატონ და მისი მოკვლაც დაგჭირდეთ.

ქვეშევრდომებს დამატებითი, საკმაოდ ეფექტური ფუნქციებიც აქვთ. ქალაქში ყოფნისას, შეგიძლიათ გადამცემით დაუკავშირდეთ და დახმარება მიიღოთ. ბერკი მანქანის მოყვანას გთავაზობთ, თქვენი შერჩევის მიხედვით. ვიტო ჯიბეს შეგიმსუბუქებთ ფულის წაღებით, უეცარი სიკვდილისას რომ არ დაკარგოთ. კასანდრა ამუნიციის ფურგონს მოაყენებს, სადაც ტყვიაწამლის შევსება და ახალი იარაღის ყიდვა შეგიძლიათ. დამატებითად ქვეშევრდომები, პოლიციას მოგაშორებენ, გათიშავენ ტელეფონებს უბანში და პატარა რაზმსაც გამოგზავნიან ბრძოლაში დასახმარებლად.

ბრძოლის მექანიკა თამაშს ძალიან კარგი აქვს. მოწინააღმდეგეთა რიგები მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ მათთან ბრძოლა ყოველთვის სახალისოა. ლინკოლნი თავშესაფარს სწრაფად იცვლის, ხელჩართულ ბრძოლასაც არ ერიდება, ყუმბარებსაც ოსტატურად იყენებს და საერთოდ, ერთი ადამიანის არმიას წარმოადგენს, რაც ისევ თამაშის ისტორიით არის განპირობებული და ჩათრევის ეფექტს არ აფუჭებს.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...