Breaking
Home » მთავარი » თამაშები » რეცენზია: Mafia III

რეცენზია: Mafia III

მეტოქეებთან კონფრონტაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ ხმაურიანი იერიში აფეთქებებით ან ჩუმი ”სთელსი”. ეს მექანიკა უაღრესად ბაზურ ელემენტებს მოიცავს და მოწინააღმდეგეთა ხელოვნური ინტელექტი მასთან არც ისე კარგად მეგობრობს, მაგრამ კარგ ალტერნატივას წარმოადგენს ხმაურიანი იერიშისგან დასასვენებლად, რაც არ უნდა გასართობი იყოს ის.

თავისუფალ სამყაროში რეკეტის გარდა გასაკეთებელი ბევრი არაფერია. დამატებით დავალებათა კრებული მწირია საინტერესო მომენტებზე, ამიტომ ალტერნატივად მხოლოდ სამოციანი წლების ავტოპარკით ნიუ ბორდოს დათვალიერება წარმოადგენს.

თვითონ სამყაროს რაც შეეხება ის საკმაოდ დიდია და გახსნილი. ნებისმიერი დავალების ზონა ფართოა, მინიმუმ ორი შესასვლელი აქვს და უმეტესწილად საინტერესო, უნიკალურ ლოკაციას წარმოადგენს. ქალაქის პროექტირებისას შთაგონება ახალი ორლეანი იყო, თავისი განსხვავებული, ცისარტყელის ფერებით შეკაზმული კოხტა უბნებით და ველური შემოგარენით. ქალაქის სტრუქტურა ინტუიცირი და კარგად ჩამოყალიბებულია, რაც რუტინულ გეიმფლეის ზოგჯერ ახლებურად წარმოადგენს.

ავტომობილების ფიზიკა საუკეთესოს სურვილს ტოვებს, მაგრამ სიმულაციურ რეჟიმთან მიჩვევის შემდეგ, სიამოვნების მიღებასაც კი დაიწყებთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ თამაშის შესანიშნავი GPS სისტემა. როდესაც რუკაზე გარკვეულ წერტილზე ან დავალებაზე მარკერს დასვამთ, თამაში გამოითვლის მარშუტს რომელსაც უნდა გაუყვეთ. საქმე იმაშია, რომ რუკაზე ყურება არ მოგიწევთ, რადგან გზაჯვარედინებთან ან მოსახვევებთან, სპეციალური გრაფიკა გამოჩნდება საგზაო ნიშნის ფორმით, რომელიც საჭირო მოძრაობის მიმართულებას მიგითითებთ. ეს მართლაც კარგი პატარა ელემენტია, რომელიც თამაშს გაცილებით უფრო კომფორტულს ხდის და მანქანით მოძრაობისას კეთილსინდისიერად აშენებული ქალაქის დათვალიერებაში ხელს არ გიშლით.

პოლიცია თამაშში ცოტა უცნაურია. პერიოდი გათვალისწინებულია, ამიტომ შავკანიანი ადამიანის დანახვაზე სამართალდამცავები უკვე ფხიზლად არიან და მათი ყურადღება ლინკოლნზე არის მიმართული, მაგრამ საკუთარი თავით დაინტერესება უნდა დაიმსახუროთ. პატრულს არ ადარდებს რამდენად ჩქარა დადიხართ და შუქნიშანს თუ უჯერებთ. მცირე შეჯახებებსაც თავისუფლად პატიობენ. მაგრამ თუ გამოგეკიდებიან, მოშორება საკმაოდ ძნელია. მითუმეტეს ამას მხოლოდ ავტომობილით თუ აპირებთ. რიგ შემთხვევაში უფრო მარტივია დანებდეთ და ცოტა ფული დაკარგოთ, ვიდრე გაქცევა დაიწყოთ.

Mafia III სავსეა პატარა დეტალებით. გზის ხაზის გადაკვეთისას, შემხვედრი ავტომობილები ფარნების რეჟიმს გადართავენ ხოლმე. თუ ლინკოლნი წვიმიდან შემოდის ოთახში და ”ქათსცენა” იწყება, პერსონაჟის მოდელი სველი იქნება. ”ქათსცენებში” ძალიან რეალური სახის ანიმაციაა, იმ დონემდე, რომ ადეკვატური ენის მოძრაობა შეიმჩნევა სიტყვების წარმოთქმისას. ლინკოლნის ემოციები გეიმფლეის დროსაც ჩანს, როდესაც ის დარტყმებზე ან თავის ქმედებებზე რეაგირებს. ბარებში ზოგგან წერია, რომ შავკანიანებისთვის შესვლა არ შეიძლება. ზოგჯერ NPC ქუჩაში ლინკოლნს მიესალმება, რაზეც პროტაგონისტი აქტიურად რეაგირებს. Mafia 2-შიც იყო ასეთი ელემენტები, მაგრამ ამ თამაშს პრობლემები უფრო კრიტიკულ ზონებში ჰქონდა.

 Mafia III-ში ზოგჯერ არის მომენტი, როდესაც დავალების მარკერთან მანქანით მიხვალ, მაგრამ არ გადმოდიხარ, რადგან რადიოში Sympathy for the Devil დაიწყო. თამაშის საუნდტრეკი მხოლოდ ოვაციებს იმსახურებს. მართალია რთულია ამ პერიოდის მუსიკა ისე შეარჩიო, რომ ცუდი სია გამოვიდეს, მაგრამ ნათელია რომ გამომცემელმა ბევრი ფული დახარჯა ამ ყველა სიმღერის ლიცენზიის შეძენაში.

უნდა აღინიშნოს, რომ თამაში ტექნიკურად გაუმართავია. Youtube სავსეა ვიდეობით უამრავ ტექნიკურ ხარვეზზე. ასევე, სტარტზე PC ვერსიას 30 fps ლიმიტი ქონდა, რამაც თავიდანვე ცუდი რეპუტაცია შეუქმნა Steam-ზე. გრაფიკულად პროექტი დროის უმეტესი ნაწილი კარგად გამოიყურება, მაგრამ ზოგჯერ 2005 წლის გამოსახულების ელემენტებს რთავს. ოპტიმიზაციის მხრივათაც დიდი პრობლემებია. მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები სურათზე მხოლოდ განათებას ცვლის პრაქტიკულად, მართალია კარგ განათებას, მაგრამ მაინც. ანარეკლების სისტემა ზოგჯერ პრაქტიკულად გიჟდება და მთელ ეკრანს ყვითელ ლაქებში ტოვებს. გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

Mafia III არ არის შესანიშნავი თამაში. ის კარგია, უბრალოდ კარგი. ჩვენ ვხოვრობთ დროში, სადაც უბრალოდ კარგი აღიქმება როგორც ნეგატიური. ხალხი მოითხოვს რომ პროქტი იყოს შედევრი, ან ჰქონდეს რაღაც ისეთი ელემენტი, რომელზეც გაუთავებლად შეიძლება ლაპარაკი და Youtube-სთვის ვიდეოს გადაღება. არის გენიალური თამაშები, რომლებიც ინდუსტრიის ლოკომოტივია და ახალ სტანდარტებს აყენებენ, მაგრამ აუცილებელია ყველა თამაში ასეთი იყოს? ადამიანებზე რომ განვაზოგადოთ, საკუთარი თავი უარყოფითად უნდა აღიქვათ იმიტომ, რომ ნიკოლა ტესლა არ ხართ? შეიძლება გაცილებით უფრო შორს მივდივართ, ვიდრე ეს საჭიროა Mafia III-ზე საუბრისას, მაგრამ როგორც ძველი გამოთქმა გვეუბნება ,,სილამაზე მაყურებლის თვალებშია.’’

Mafia III კარგი თამაშია. დიახ, რეცენზიას მისივე სპოილერით ვიწყებთ, მაგრამ ამისთვის გარკვეული მიზეზები არსებობს. ოდესმე გქონიათ შეგრძნება, როდესაც სხვა ხალხით დაკავებულ სივრცეში შედიხართ და თავს სტუმრად გრძნობთ? არადა მოცემული სივრცე კონკრეტულად არავის ეკუთვნის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იყო პირველი. დანარჩენები ინერციულად შეჰყურებენ პიონერს. დღეს, ეს თემა მნიშნელოვანია იმიტომ, რომ როდესაც ინტერნეტში  პირველი რეცენზიები ჩნდება გარკვეულ პროექტზე, იქნება ეს თამაში თუ ფილმი, ისინი განსაზღვრავენ ძირითადად რა ხასიათის რეაქცია ექნება საზოგადოებას მოცემული პროექტისადმი. ძნელია იპოვო ის გამოცემა, რომელამც პირველმა თქვა Mafia III ცუდი თამაშიაო. უკვე ყველა ამას ამბობს. როდესაც თამაში დავიწყე, მის შესახებ არანაირი რეცენზია არ მქონდა წაკითხული (გაურკვეულწილად იმიტომ, რომ გამომცემელმა პრევიუ ვერსიები ჟურნალისტებს არ…

Review Overview

10 - 8

8

კარგი

Summary : MAFIA III, Action-Adventure, Hangar 13, 2K, 2016; Windows 7 64-bit, Intel I5-2500K, 6 GB RAM, NVIDIA GeForce GTX 660 (2 GB) / AMD Radeon HD7870 (2 GB), 50 GB HDD;

User Rating: Be the first one !

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...