Breaking
Home » მთავარი » სერიალები » მიმოხილვა: Game of Thrones 7.1

მიმოხილვა: Game of Thrones 7.1

ავტორი: ფორვე

დადგა წლის ის დრო, როდესაც ყოველ ორშაბათს განსაკუთრებით ადრე მიწევს ადგომა, მხოლოდ იმისა გამო, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ახალი ეპიზოდი მალევე ვნახო და შემდეგ მთელი დღე იმაზე არ მიწევდეს ფიქრი, თუ რამდენ ადამიანს უნდა ვაგინო დასპოილერების გამო. ამ მოკლე სეზონის ერთ-ერთი პლუსი ის იქნება, რომ 10 კვირის ნადცლად, ეს სიამოვნება მხოლოდ 6 კვირას გასტანს.

პირველ ეპიზოდში დასაწყისის გარდა დასასპოილერებელი ბევრი არც არაფერი აღმოჩნდა. არიას მიერ ფრეების ოჯახის გენოციდი არაშთამბეჭდავი და მოსალოდნელი სცენა იყო, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ამნეზია არ აწუხებს, და ვოლდერ ფრეის გამოჩენის პირველივე კადრზე მიხვდა თუ საით მიდიოდა საქმე. ფრეებისადმი შურისძიება მაყურებელში ვოლდერის სიკვდილმა წინა სეზონში დააკმაყოფილა. აქ კი, იმ პირობებში, როდესაც დარბაზში მხოლოდ უცნობი ხალხის მასა იმყოფებოდა და არა რომელიმე ცნობილი სახე, რომელიც ფრეების მიერ ჩადენილ დანაშაულების პერსონიფიკაციას მოახდენდა, არიას ქმედებამ შესაბამისი ემოციური გამოძახილი ვერ იპოვა. პირიქით, სცენის დასასრულს ნიღბის მოხსნამ, „შეუსრულებელი მისიიდან“ იტენ ჰანტის პერსონაჟთან არასახარბიელო პარალელები გაავლო. შესაბამისად სცენა, რომელიც მიმართული იყო მაყურებლების გაოცებაზე, ყველაზე სუსტი აღმოჩნდა სხვაგვარად მშვენივრად დაწერილ ეპიზოდში, სადაც ექშენის არარსებობის პირობებშიც იდეალურად იყო ასახული ის, თუ როგორ აწყობენ მოთამაშეები ფიგურებს საჭადრაკო დაფაზე და დაპირისპირებისთვის ემზადებიან. ეპიზოდის ბოლო კადრი, სადაც დეინერისი თავის წინაპრების სასახლეს უბრუნდება და მთელი სერიის განმავლობაში მხოლოდ ერთი ფრაზით ასრულებს ეპიზოდს, ამის იდეალური რეპრეზენტაციაა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეპიზოდის 90 პროცენტი მხოლოდ დიალოგებისგან (და სემის მიერ ფეკალიების წმენდის მონტაჟისგან) შედგებოდა, ეს ცალსახად ჩემი ფავორიტი სერია იყო ბოლო რამენიმე სეზონის მანძილზე, იმ სერიებს თუ არ ჩავთვლის, სადაც მასშტაბური ბატალური სცენები და სანახაობები იყო წარმოდგენილი. პერსონაჟების უბრალო ინტერაქციების გამოყენებით, შოურანერებმა შეგვახსენეს ის ყველაფერი, რის გამოც ”სამეფო კარის თამაშებმა” თავისი სტატუსი მიიღო (ძუძუებზე და სისხლზე არ მაქვს საუბარი), ის, რომ ყველა მნიშვნელოვანი პერსონაჟი იმდენად ჩახლართულია თავის მოტივაციებში და მორალურ დილემებში, რომ შეგიძლია იმ ადამიანს უთანაგრძნობდე, რომელმაც ბავშვი (კინაღამ) მოკლა, საკუთარი და სამჯერ დააფეხმძიმა და მთელს სამეფოში ფიცის გამტეხად არის ცნობილი. ისეთი მორალური აუთსაიდერებიც კი, როგორებიც ლანისტერები არიან ( შეიძლება ამის გამოც), ისინი მაინც იწვევენ სიმპათიას მაყურებელში და ამ სეზონში, მიუხედავად იმისა რომ სრულად გააზრებული აქვთ თავისი წამგებიანი მდგომარეობა, ყველაზე საინტერესო სთორილაინის წარმომადგენლები უნდა იყვნენ თუ რა თქმა უნდა შოურანერებმა საქმე არ მიაფუჩეჩეს.

წინ წამოიწია სანსას და სნოუს დაპირისპირებამაც. არ ვიცი ორი არასრული სეზონის განმავლობაში რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, მაგრამ ამ კონფლიქტს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. პოლიტიკაში გათვიცნობირებული და ცხოვრებაში ცუდად დაბრძენებული სანსა რამდენად შეძლებს მეორადი როლის მორგებას და თავისი ბასტარდი ძმისთვის მთელი ძალაუფლების დათმობას, კითხვის ნიშნებს აჩენს. ბეილიშის პერსონაჟის გვერდით ყოფნაც მთლიანად არ უნდა იყოს აზრს მოკლებული და რაიმე მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ამდენი პოტენციური დაპირისპირების ფონზე, სულ უფრო მწყდება გული რომ წინ მხოლოდ ორი არასრული სეზონი გვაქვს და ზამთარი უკვე აქ არის, შესაბამისად მთავარი დაპირისპირება არა პოლიტიკური, არამედ მეტაფიზიკური (და ფიზიკური) იქნება, შესაბამისად უფრო და უფრო ვინაცვლებთ სტანდარული ფენტეზის სამყაროში, რასაც თავისი პლუსები აქვს ვიზუალური თხრობის მხრივ, მაგრამ ნაკლებად საინტერესოა ინტრიგების ფლანგზე.

სხვა:

  • ლიანა მორმონტს, ჩრდილოელი მეომრებით სავსე ოთახში, კვლავაც ყველაზე დიდი ყვერები აქვს
  • ეურონ გრეიჯოიმ ქარიზმა აღმოაჩინა
  • ჰაუნდი თავის მორალურ ტრანსფორმაციას ასრულებს. ამ სერიაში ის ადამიანები დამარხა და დაიტირა, რომლებმაც რამდენიმე სეზონის წინ ის და არია სახლში მიიწვიეს, დააპურეს, საპასუხოდ კი სანდორმა ოჯახის უფროსი ცემა და გაძარცვა. (ვისაც არ გახსოვთ ეს სცენა, შეგიძლიათ ნახოთ აქ)
  • მეორე კლეგანი თავის ახალ აბჯარში, მცირე ზომის თავის გამო იდიოტივით გამოიყურება.
  • ბრიენას და ტორმუნდის ინტერაქციის 3 წამზე მთელი წიგნის დაწერა შეიძლება.

 

Animated GIF  - Find & Share on GIPHY

  • ჯორა მორმონტმა როგორღაც კონტინენტს მიაღწია და დაენერისზე ნძრევისგან ხელი დაულპა.
  • არია მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდა, დაინდოს ლანისტერების ჯარისკაცები, რომლებიც მას კეთილად მოექცნენ თუ სამყარო ედ შირენისგან იხსნას.
x

Check Also

რეცენზია: The Defenders

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი მარველის “დამცველები” ერთი შეხედვით უდიდესი პროექტი ჩანს, წლების მანძილზე ოთხი კარგად განვითარებული ...