Breaking
Home » მთავარი » სიახლეები » სამეფო კარის თამაშების შოუ წიგნებს გაუსწრებს

სამეფო კარის თამაშების შოუ წიგნებს გაუსწრებს

სამეფო კარის თამაშების სატელევიზიო შოუს [ref] შემქმნელებმა, დენ უეისმა და დევიდ ბენიოფმა, წიგნის ფანების დიდი ხნის შიში დაადასტურეს. მათი თქმით სერიალში ასახული მოვლენები მალე დაეწევა და გაუსწრებს კიდეც ამ დრომდე გამოსული წიგნების ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე წიგნზე, Winds of Winter, მარტინი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, დიდი ვარაუდით სერიალის შემდეგ სეზონამდე მისი დასრულება ვერ მოხერხდება, რომ არაფერი ვთქვათ მეშვიდე წიგნზე.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე სხვაობები სატელევიზიო შოუსა და წიგნებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა უამისობა არც მანამდე ყოფილა. განსხვავებების მიუხედავად შოუს და წიგნების დასასრული მსგავსი იქნება, თუმცა ფინალამდე მისვლამდე ბევრ ცვლილებას ვიხილავთ.

როგორც ჩანს ეს პირველი შემთხვევა იქნება ისტორიაში, როდესაც წყაროს ადაპტაცია თავად ორიგინალს დაასპოილერებს. თუმცა, მეოთხე სეზონში მსგავსი რამ უკვე მოხდა, მაგალითად ჯოჯენ რიდი მეხუთე წიგნში ჯერ კიდევ ცოცხალია, “სხვების” სცენაც, სადაც ისინი ბავშვს თავისიანად გადააქცევენ, წიგნში ჯერ-ჯერობით არ ყოფილა.

 

 

 

[ref] აქანე

x

Check Also

მარველის პერსონაჟების მიერ მოკლულთა რაოდენობა