Breaking
Home » მთავარი » სონიკური გეტო Vol.4

სონიკური გეტო Vol.4

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

Daira Podcast x Digital Culture Presents: Sonic Ghetto

მუსიკა ჩვენი ყოველდღიურობაა, ტექნოლოგიურმა განვითარებამ კი ის მოიტანა, რომ უკვე ყოველივე კარგი პერცეფციისა და გემოვნების მქონე ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა ამ სფეროში. ამიტომაც ორმა მკაცრად კულტურულმა პლატფორმამ, Daira Podcast-მა და Digital Culture-მა გადაწყვიტა ახალი პროექტი წამოიწყოს. ”სონიკური გეტო” ყოველკვირეული რუბრიკა იქნება, სადაც ჯაბა შავიშვილი მიმოიხილავს ახალ, ძველ და მომავლის საინტერესო ალბომებს, რომელთა მოსმენაც როგორც ადამიანს და მელომანს აუცილებლად დამატებით ღირებულებას შეგძენთ. მაშ ასე, სონიკური გეტო: Vol. 4

fal

FaltyDL – Whisper Diving [2016]

ბრიტანული ელექტრონული მუსიკა ჩემთვის ყოველთვის საწყისი წყარო იყო, მაგრამ რომ არა აპექს თვინი, შეიძლება ამ მიმართლებით საერთოდ არ დავინტერესებულიყავი. 2000-ანების შუა წლებიდან, მიუხედავად დაბსტეპის წინსვლისა, ვფიქრობ, ზოგადი თვალსაზრისით და განვითარების ტემპებით ბრიტანეთმა შედარებით უკან დაიხია, უფრო გარკვევით ეს კრიზისი კი 2010-ანებიდან გამოჩნდა. ნელ-ნელა კუნძულზე აღარ ჩნდებოდნენ საინტერესო არტისტები, რომლებიც თავიანთი ხედვებითა და მუსიკით მსოფლიოს აალაპარაკებდნენ. ალაპარაკება კი არა, განსაკუთრებულსაც არავინ ქმნიდა არაფერს.

თუმცა გამონაკლისები ყველგან არსებობს და ბრუკლინში გადაცხოვრებული Drew Lustman იგივე FaltyDL სწორედ ეს გამონაკლისია. რამდენიმე ალბომის გამოშვების შემდეგ (Ninja Tune-სა და Planet Mu-ზე), ფალტიმ ახალი მუსიკალური პერიოდის დასაწყისის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. იგი ყოველთვის კლუბისთვის ცდილობდა შეექმნა რაიმე, თუმცა ერთი კონკრეტული ჟანრით არასდროს ყოფილა მოწამლული. მას ეკუთვნის ტრეკები რომლებიც შეიცავს როგორც ბრიტანულ ბას მუსიკას, UK Garage და ჯანგლს, ასევე ამერიკულ ჰაუსსა და ხშირად ექსპერიმენტული ელექტრონიკის ნაზავს.

რიგით მეხუთე ალბომის დარელიზება მან საკუთარ ლეიბლზე გადაწყვიტა. მეხუთე ალბომის მშვენება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის არა საკლუბო, არამედ ბევრად პერსონალური ნამუშევარია. შესაბამისად, მუსიკოსი მოგვიწოდებს, რომ როგორც 90-ანებში „Artificial Intelligence“ კომპილაციებს, ამ ალბომსაც მკაცრად სახლში და ყურსასმენებში მოვუსმინოთ.

მუსიკალურად ალბომი „Heaven Is For Quitters“ მაინც ჰაუს ჟღერადობითაა გაჟღენთილი, ერთ-ერთ ტრეკი კი Frigid Air, U-ziq-თან ერთადაა გაკეთებული. ეს არის სივრცე, სადაც საკუთარ თავთან მარტო რჩები და მიდის რაღაც ცხოვრებისეული გადაფასებები. „Whisper Diving“ ალბომში ყველაზე მელანქოლური და საინტერესო ტრეკი მგონია, ჭიდილი მოგონებებთან, რომლებიც არსებული გარემოსგან ბევრად შორსაა.

საბოლოო ჯამში ალბომი ფრიად სასიამოვნო მოსასმენია და რეკომენდირებულია ბრიტანელ მელომანთა ასოციაციის მიერ.

mak

Banabila & Machinefabriek /Macrocosms [2016]

„Macrocosms“ ეს უკვე მეოთხე კოლაბორაციული ალბომია დანიელ საუნდ არტისტ Michel Banabila-სა და ცნობილ ემბიენთ/დრონ კომპოზიტორს Machinefabriek-ს შორის. მათ რამდენიმე კვირა ერთად გაატარეს რომ სრულად ჩმოეყალიბებინათ ფორმები ალბომის ყველა ტრეკისთვის.

ჩანაწერი მუსიკალურად მრავალფეროვანია, რადგან ციფრული და აკუსტიკური ნაკადები ერთამენთს თითქმის ყველა ტრეკში ერთვის. ძირითადი თემატიკა მუსიკალური ნაწარმოების მაკრო და მიკრო განზომილებებია თუ როგორი შეიძლება იყოს სამყარო და მისი ობიექტები Zoom-ის საშუალებით რომ აღვიქვათ და რამდენად განსხვავდება ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ხედვებისაგან.

ბანაბილას ფილდ რექორდინგები პოლონეთის ტყეებიდან და Machinefabriek-ის დრონ მანიპულაციები უნიკალურ სონიკურ მოგზაურობას გთავაზობთ 9 კომპოზიციაში, რომლებიც საბოლოო ჯამში კონკრეტული მუსიკის – ემბიენთის, გლიჩის და ნოიზის ელემენტებს ატარებს.

რეკომენდირებულია საღამოს სახლში განმარტოებით მოსასმენად.

asasa

NxWorries ‎– Yes Lawd! [2016]

თუ მოიკითხავთ თანამედროვე ჰიპ-ჰოპ და ბით მუსიკა სად კეთდებაო, ყველა ორ ლეიბლს მიგასწავლით – Stones Throw და Brainfeeder. პირველი მუსიკალურ ინდუსტრიაში უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მას ეკუთვნის ისეთ ტალანტების აღმოჩენა და წინ წამოწევა როგორებიცაა Madlib, J Dilla, J Rocc, Aloe Blocc, Mayer Hawthorne და ა.შ. თუმცა ეს ჩამონათვალი უფრო ლეიბლის პირველი დეკადიდანაა. მას შემდეგ მთავარი ძარღვი და ”ჰედჰანტერი” Peanut Butter Wolf არ გაჩერებულა და ყოველწლიურად ახალ სურპრიზებს გვთავაზობს.

ვინც არ იცის ვეტყვი, რომ დაახლოებით 2008 წლიდან ჰიპ-ჰოპში Flying Lotus-ის გამოჩენასთან ერთად ახალი ერა იწყება. ამ დროისთვი ყველა მეორეს სახლში უკვე მიდი კონტროლერი Mpd აქვს და თავისთვის ბიტებს აკეთებს. მუსიკის კეთება ასე მარტივი არასდროს ყოფილა! ამას დაემთხვა BandCamp-ის აღზევებაც და მუსიკალური ბაზრის მასობრივი გაციფრულება.

ამ პერიოდში, როგორც ამერიკაში, ისე ბრიტანეთსა და სხვა სცენებზე (გამოვყოფდი იაპონიას) სრულიად ახალი პროდიუსერების ტალღა წამოვიდა. მათ განსხვავებული მახასიათებლები გააჩნდათ მუსიკალურად, თუმცა ეს უკვე სხვა პოსტის თემაა. სწორედ ამ ტრენდში მოექცა ფილადელფიელი Glen Earl Boothe, იგივე Knxwledge, მეგობრების წრეში ცნობილი როგორც Knx. ამ ადამიანმა მოახერხა თავისი მსმენელი მინიმუმ 2 ბითთეიფით მოემარაგებინა, რამაც საბოლოო ჯამში იქამდე მიიყვანა, რომ 2016 წლისთვის მისი დისკოგრაფია 80 ზე მეტ რელიზს იტევს. შთამბეჭდავია, არა? მუსიკალურად მისი სტილი Lo Fi ჰიპ-ჰოპია, დაჩოპილი სემპლები, მანიპულირებადი ვოკალები, ოლდ სქულ flava  და ა.შ.

2015 წელს გლენისთვის ახალი ეტაპი დაიწყო, ის Stones Throw-ს შეუერთდა, ხოლო 2016 წელს უკვე ლეიბლისთვის კოლაბორაციული ალბომი მოამზადა, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ. ალბომი სახელად „Yes Lawd”, რომელიც NxWorries -ის სახელით გამოვიდა, სოულ და RnB ვოკალისტ Anderson .Paak-თან ერთად ჩაიწერა. პარალელის გავლება ნამდვილად შეგვიძლია ლეგენდარულ „Madvillainy-თან (MF Doom & Madlib). ამ ალბომში ყველაფერი კარგადაა, 70-ანი წლების სოულ ვოკალებით ინსპირებული ანდერსონ პააკი თავისიანს შეხვდა Knx-ის სახით.  წინ გელით19 მაგიური ტრეკი და მათ შორის სინგლი „Suede“, რომელშიც დასემპლილია ლეგენდარული Gil Scott Heron-ის The Bottle’.

რაღა გავაგრძელო, წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი თქვენს წინაშეა და შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...