Breaking
Home » მთავარი » მუსიკა » სონიკური გეტო Vol. 5

სონიკური გეტო Vol. 5

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

დღეს სონიკური გეტო სახეცვლილი დაგიბრუნდებათ და ტოპ 5 ქართულ მუსიკალურ კლიპს წარმოგიდგენთ. ყველას ჩვენი პირადი მოგონებები გაგვაჩნია, თუმცა არის რაღაც რაც დამოუკიდებლად სივრცისა, ყველას გვახსოვს. ეს იმ დროინდელმა ინფორმაციულმა წყაროებმა და ამ წყაროებზე დამოკიდებულებამ განაპირობა. ყველას გვახსოვს შევარდნაძის დრო, მეცხრე ბლოკი, დარდუბალა, ბასტი ბუბუ და იმ დროინდელი ქართული კლიპები. ჰოდა აქ 5 მათგანს გაგახსენებთ.

ვაკის პარკი – E Mail

ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი მოგონებაა. ერთ-ერთი პირველი პოპ როკ ბენდი. ლამაზი მუსიკა და ტექსტობრივად გამართული კომპოზიციები. Email-კი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი „ვეში“ იყო. კლიპიც პოზიტიური და დინამიური. „გაიხსენე ის ლამაზიი დროო“

თიკა ფაცაცია – არ გაჩერდე

ჯგუფ „სეთის“ შემდეგ თიკა ფაცაციამ სოლო კარიერა დაიწყო, „არ გაჩერდე“ კი ამ კარიერის ერთ-ერთი საფუძველი გახლდათ. UK Garage ბიტი და მელოდია. მეტად საინტერესოა ვინ აკეთებდა იმ დროისთვის მსგავს მუსიკალურ პროდუქციას?! კლიპი ცოტა ბრიტნისპირსისეულ სტილში იყო გადაღბული, ხოლო სიმღერის ტექსტი დღემდე სულ მომყვება: „შორს ეძებ ბედნიერებას, ის კი შენს მახლობლად არის“. კარგი იყო.

კახუჩელა – თოვლი მოდის

კახა ცისკარიძე ეკრანებზე 2000-ანები დასაწყისიდან გამოჩნდა. მისი განდაგანა აჭარაში ნამდვილი ჰიტი იყო, მახსოვს როგორ ამაყობდნენ, რომ აჭარელმა კაცმა თბილისში რაღაცას მიაღწია და პოპულარული გახდა. ამას დაემატა კახუჩელას სუბტროპიკი, რომელიც აჭარაში, დათო ოძელაშვილთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მუსიკალურ ღონისძიებაზე გადაიღეს. ჰოდა „თოვლი მოდის“ ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა. მახსოვს ადგილობრივი ტელევიზია განუზომელი რაოდენობით ატრიალებდა კლიპს. მუსიკალური თვალსაზრისით საკმაოდ იმ პერიოდისთვის საკმაოდ წინ წასული იყო პროდაქშენი, რომელიც დღეს ქართული კლუბური ესთეტიკის საწყისებთან გვაბრუნებს. მოკლედ კარგი გასახსენებელი რამეა.

მერაბ სეფაშვილი – ცხოვრება ერთი წამია

იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰიტი იყო და ტელევიზიით ხშირად უჩვენებდნენ კლიპს. თავად კომპოზიცია მელანქოლიურ/სენტიმენტალური ხასიათისაა. კვიდეოც შედარებით აზრიანია დღევანდელ ქართულ პროდუქციასთან მიმართებაში. კლიპის ბოლო კი ალბათ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კადრი იყო.

 

მწვანე ოთახი – ყვითელი მდინარე

მწვანე ოთახი 2000-ანებისთვის ძალიან კარგ მუსიკას აკეთებდა, ჯაზ როკ, მშვიდი მუსიკალური პასაჟებით და საინტერესო ვოკალით, Under ჯამიროქუაი. თუმცა არც კლიპები რომ ქონდათ დასაწუნებელი. ყვითელი მდინარე ერთ-ერთი ყველაზე ნოსტალგიური კლიპი და კომპოზიციაა ჩემთვის, რომელიც იმ „ნახევრადბნელ 2000“-ანებს, იმ დროისთვის აქტიურ სახეებს და მთლიანად სივრცეს მახსენებს, სადაც ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით.

 

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...