Breaking
Home » მთავარი » მუსიკა » სონიკური გეტო: Vol.2

სონიკური გეტო: Vol.2

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

Daira Podcast x Digital Culture Presents: Sonic Ghetto

მუსიკა ჩვენი ყოველდღიურობაა, ტექნოლოგიურმა განვითარებამ კი ის მოიტანა, რომ უკვე ყოველივე კარგი პერცეფციისა და გემოვნების მქონე ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა ამ სფეროში. ამიტომაც ორმა მკაცრად კულტურულმა პლატფორმამ, Daira Podcast-მა და Digital Culture-მა გადაწყვიტა ახალი პროექტი წამოიწყოს. ”სონიკური გეტო” ყოველკვირეული რუბრიკაა, სადაც ჯაბა შავიშვილი მიმოიხილავს ახალ, ძველ და მომავლის 5 საინტერესო ალბომს, რომელთა მოსმენაც როგორც ადამიანს და მელომანს აუცილებლად დამატებით ღირებულებას შეგძენთ. მაშ ასე, სონიკური გეტო: Vol. 2

14658298_1443948875621164_712008775_n

The Caretaker – Everywhere at the End of Time (2016)

ლეილანდ ჯეიმს კირბის (aka The Caretaker) მუსიკა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. არის მის კომპოზიციებში რაღაც, რასაც სხვაგან ვერ მოისმენთ. აქ საუბარი არ არის უბრალოდ ემბიენთ პასაჟებზე. ეს ფლეშბექები რომელიც ტრეკების მოსმენისას გვეუფლება, ყველასთვის ინდივიდუალურია. თანამედროვე ემბიენთისთვის უკვე დამახასიათებელია რომ არტისტები არანაირად არ ცდილობენ რაიმე ახალი შექმნან ან ერთმანეთისგან განასხვავონ ნამუშევრები. ფაქტიურად, წლის განმავლობაში იშვიათად თუ შეხვდებით ალბომს, რომელიც მელომანის დიდ ყურადღებას დაიმსახურებს, მაგრამ კირბის 2011 წლის ალბომი, An Empty Bliss Beyond This World, ერთგვარი განაცხადი იყო რომ ჟანრში ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. კირბი შეპყრობილია გონების დაკარგვის იდეით და იმ პროცესებით თუ რა ხდება ამ მომენტის შემდეგ. მისი ალბომების და ტრეკების სათაურებს თუ ქავერებს პირდაპირ მმივყავართ რაღაც ძველის, ნახევრად ნაცნობი ფიქრების გახსენებასთან, რომელსაც ყველა ადამიანი თავისებურად აღიქვამს. პროექტის სახელი The Shining-დან ინსპირაციაა („You’ve always been the caretaker“), ამასთანავე კირბი გატაცებუალია ალცჰაიმერის დაავადებების შესწავლით, მეხსიერების დაკარგვით. შესაბამისად მისი მუსიკა გამოდის 50-ანების ჯაზ ნარატივების ახლებური შეფუთვა, რომელიც ერთი მხრივ მედიტაციური და სენტიმენტალურია, მეორე მხრივ კი წარმოდგენის გამაღვიძებელი და ლუსიდური.

რაც შეეხება კირბის ახალ ალბომს, კონცეპტუალურად ეს წინა ნამუშევრის გაგრძელებაა, აქაც ბალრუმ მუსიკა, ძველი ჩანაწერების გაცოცხლება, მელოდიურობა… – Things that are beautiful and transient ჩემთვის პირადად ალბომის გამორჩეული კომპოზიციაა, რომელიც რეალურად არსებულ და სიზმრისეულ სამყაროს შორისაა მოქცეული და ჩვენს წარსულ, ლამაზ მოგონებებზე აჩრდილივით მოგვითხრობს. „The loves of my entire life“ ეს უკვე,  20-ანი წლების სიგარეტის კვამლით გათქვლეფილი ინგლისური ლაუნჯია, რომელსაც ვერ შორდები, ვინაიდან გზა, რომლითაც აქ მოხვედი, უკვე დაკარგე. „Late afternoon drifting“ – ეს ჩვენი ბავშვობის ტრეკია, რომლებსაც ყმაწვილობის სურათების თვალიერებისას საოცარი ემოციურობა მოაქვს. ლუპი  3:30 წთ. გრძელდება, თუმცა მოსმენისას ძლიერი სურვილი ჩნდება, რომ დრო ამ შემთხვევაში სრულიად წაიშალოს და დავიწყებას მიეცეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, 2016 წლის კირბის ალბომი მისი ესთეტიური თვალსაზრისის და ხედვის კიდევ ერთი განაცხადია, ხოლო შემდეგ ალბომებს კი უფრო შავს უნდა ველოდოთ, ვინაიდან ალცჰაიმერის დაავაებაც უკვე შემდეგ ეტაპზე გადავა და მეხსიერების დაკარგვა უფრო დაგვაშორებს არსებულ რეალობასთან.

The glory of old age and recollection.

The last of the great days.

 14610674_1443948885621163_1010335970_n

Don’t DJ – Musique Acephale (2016)

Berceuse Heroique‎ თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენაზე (PAN თან ერთად) ის ლეიბლია რომელსაც უნდა მისდიო. სელექტორთან და ლეიბლის Brainchild გიზ მოსთან ერთად მზის სინათლეს ისეთი მუსიკა ეზიარა, რომელიც სრულიად ახალ განხრას ხსნის საკლუბო და არამხოლოდ საკლუბო სივრცეში, მეინსტრიმულ და სიახლისგან განძარცვულ ბერლინის სცენიდან განსხვავებით, ლეიბლი სრულიად სხვა კონცეპტს ემსახურება, რაც ამავდროულად განსხვავდება ამერიკული, ასევე დრომორჭმული  დეტროიტ ტექნო თუ ჩიკაგო ჰაუს ჟღერადობისგან.

Don’t DJ -ის ახალი რელიზი ერთმნიშვნელოვნად mind blowin stuff-ია მუსიკის მოყვარულებისათვის. ჰიპნოტურობის სტივ რაიხისეული გააზრება, რომელიც აფრიკული მუსიკის ანარქიულობას და გრუვს სდევს თან. მისტიური Don’t DJ – აგრძელებს სონიკურ ნავარდს და სრულიად ახალ გზავნილებს გვაწვდის, რომელიც გამოსადეგია როგორც club use, ასევე სახლში მოსასმენადაც.

 

244013

Nikakoi – Raise Your head and Smell The Air (2016)

დიდი ხნის განმავლობაში ველოდი ნიკაკოისგან რამე ახალს, უკვე იმედიც კი გადაწურული მქონდა, როდესაც ამ EP-ის შესახებ გავიგე, რაც სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. ნიკას ბოლო ოფიციალური რელიზი 2012 წლით თარიღდება იაპონელ არტისტ Coppe-სთან კოლაბორაციით.

ოქტომბრის მეორე ნახევარში დაანონსებული ფირფიტა 6 ტრეკისგან შედგება. მათგან ერთ-ერთი HVL-ის რემიქსია ალბომის სათაურის მქონე ტრეკზე. კომპოზიციების ძირითადი ტექსტურები ისევ ძველი ნიკაკოის გაგრძელებაა, სენტიმენტალური ნარატივებით. ნიკაკოის მუსიკა ჩემთვის პირადად ყოველთვის ყანჩელის შემოქმედების მემკვიდრეობა იყო, რომელსაც ქართულ სენტიმენტალიზმს ვუწოდებდი. ამ განხირით რელიზში 2 ძირითადი ტრეკია  „I Can’t Even See My Paw“ და „How Is She There In The Fog“ – დინამიური მიკროტალღებთან თამაში, თავისი ფორტეპიანოს ჩანართებით, საბჭოთა ბავშვობის წლების გასახსენებლად, რომელიც ნიკას ყველა რელიზს თან სდევს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქართლულმა Transfigured Time-მა მოახერხა და ნიკა ახალ რელიზზე დაითანხმა, ახლა კი მსმენელის ჯერია, ვიაქტიუროთ და 21 ოქტომბრისთვის დაგეგმილი რელიზი უკვე ჩვენს თაროებზე შემოვდოთ, ნიკაკოის სიყვარული ხომ მხოლოდ Sentimental არ არის.

14625521_1443948872287831_947948322_n

Solange  – A Seat at the Table (2016)

ალბომი რომელმაც საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია მუსიკალურ ინდუსტრიაში. რას უნდა ველოდეთ ბიონსეს უმცროსი დისგან? რა თქმა უნდა ქუინ ბისგან არანაკლებს და სოლანჟმაც გაამართლა იმედები. ეს მისი მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელზეც 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. დღეს მუსიკალურ ინდუსტრიაში რთულია რამის მიღწევა თუ ბექგრაუნდში ძლიერი გუნდი არ გყავს, ამ შემთხვევაში კი გოგონას გაუმართლა, როდესაც ალბომის ჩაწერაში ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები ეხმარებოდნენ როგორიც Q-Tip, Questlove და Raphael Saadiq არიან. ლირიკის თვალსაზრისით ალბომის მთავარი თემები მარტოობა და შედეგად მიღებული ნერვული სტრესია. მუსიკალური კუთხით კი ნეო სოულის, თანამედროვე რიტმნბლუზის და ფსიქოდელიური ფანკის ნაზავია. აფრო ამერიკელი ქალის ყოველდღიური პრობლემები, როგორც თავად კომუნის მსოფლმხედველობა ალბომის ერთ-ერთ მთავარი თემაა. ლილ ვეინთან ერთად ჩაწერილი ტრეკი Mad ლირიკულად სწორედ ამ გაბრაზებასა და ფრუსტრაციას გამოხატავს თანამედროვე აფრო ამერიკელების ცხოვრებასთან დაკავშირებით .
„I ran into this girl, I said, “I’m tired of explaining.”

Man, this shit is draining

But I’m not really allowed to be mad“

Q-Tip თან კოლაბორაციული Borderline (An Ode to Self Care), ერთგვარი მანიფესტია, რომელიც ურთერთობაში თანასწორობასა და საკუთარ თავზე  და ოჯახზე ზრუნვისკენ მოუწოდებს ხალხს

But what’s love without a mission?

We been lovers on a mission (All the way)

So let’s take an intermission

„Don’t Touch My Hair“ ალბომიდან ჩემთვის განსაკუთრებული კომპოზიციაა, ელექტრონული და ფანკის სინთეზი, რომელიც კიდევ უფრო ამწვავებს და ნათელს ხდის აფრო ამერიკულ ქალთა კომუნის საერთო პრობლემებს სკოლის პერიოდიდან, მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ალბომი საერთო ჯამში საკმაოდ საინტერესო გამოდგა როგორც მუსიკალურად, ასევე კონცეპტუალურადაც და თუ თქვენ ბიონსეს შემოქმედება გიყვართ, just check this one.

14657692_1443948895621162_1441766284_n

Robert Glasper Experiment –ArtScience (2016)

რობერტ გლასპერი რომ თანამედროვე ჯაზის უკვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგნელია მგონი ამაზე აღარავინ დაობს. 38 წლის გლასპერმა თავის ექსპერიმენტთან ერთად უკვე მოახერხა ჯაზის სრულიად ახალი კონცეპტის შექმნა, რომელიც ინსტუმენტალურ ლაივს ჰიპ-ჰოპ სამყაროსთან აზავებს და შედეგად თანამედროვე ჯაზ-ჰიპ-ჰოპს ან თუნდაც ჯაზ-ნეო სოულს ვიღებთ. პიტ როკთან, როი ეიერსთან და მოს დეფთან კოლაბორაციებმა, გლასპერი აფრო ამერიკული მუსიკალური კულტურის ზედა შრეებში აიყვანა. ბენდის სხვა წევრებთან, ქეისი ბენჟამინთან და დერიქ ჰოჯთან ერთად გლასპერმა დაკვრის უნიკალური სტილი შეიმუშავა. პირდაპირი გავლენა, გოსპელიდან, ჯაზიდან ნეო-სოულიდან და R&B-დან გლასპერის მუსიკას განსაკუთრებით მელოდიურს ხდის. მისთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენს ნირნვანას, დევიდ ბოუის თუ ჯეი დილას კომპოზიციების ერთდროულად დამუშავება და სათავისო არანჟირების უზრუნველყოფა. თავად გლასპერი კი თავს პირდაპირ მაილს დევისის მუსიკის გავლენის ქვეშ მყოფს უწოდობს.

2012 წლის “Black Radio” საკმაოდ წარმატებული ალბომი გამოდგა, რომელმაც გრემიც კი დაიმსახურა, თუმცა ვინც რობერტის შემოქმედებას მანამდეც ადევნებთა თვალს, კარგად იცის, რომ 2009 წლის Blue Note-ზე გამოშვებული „In My Element“, მუსიკოსის პირველი სერიოზული განაცხადი იყო ჯაზ სცენაზე.

წარმატებას წარმატება დაემატა და 2015 წლისთვის გლასპერმა უკვე მაილს დევისის ბიოგრაფიული დრამისთვის დაწერა აუნდტრეკი. ამ წლის სექტემბერში კი ”ბლუ ნოუთზე” მისი მესამე ალბომი “ARTSCIENCE” გამოვიდა. ალბომი ისევ ჰიპ-ჰოპზე ორიენტირებული ჯაზ პასაჟებით ხასიათდება. შიგადაშიგ გაიგონებთ დინამიურ ფანკ ბას დრაივს და ჰერბი ჰენკოკისეულ სინთეზატორულ თუ ვეკოდერულ ჩანართებს, რომელიც რელიზს პოზიტიურ vibe-ს ანიჭებს და სასიამოვნო მოსასმენს ხდის. ალბომის ჩემთვის გამორჩეული კომპოზიცია  Day To Day-ა რომელიც ქეისი ბენჟამინს ეკუთვნის. არ უნდა გამოგვრჩეს გადასხვაფერებული ჰენკოკის კლასიკა, „Tell Me A Bedtime Story”, რომლის ლაივ ჩანაწერები Youtube-ზე შეგიძლიათ იხილოთ. საერთო ჯამში ალბომი საკმაოდ რიტმული, მელოდიური და Fresh vibe-ით გაჟღენთილია და არის რეკომენდირებული შემოდგომის დღეებში მოსასმენად.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...