Breaking
Home » Tag Archives: სლაიდი (page 20)

Tag Archives: სლაიდი

რეცენზია: “Whiplash”

ავტორი: არჩილ წერეთელი იშვიათია ფილმი, რომელიც სრულად მიიპყრობს ჩემს ყურადღებას, საათნახევრის განმავლობაში დამავიწყებს ათას წვრილმანს, რომლებიც მუდამ ხელს უშლიან კონცენტრაციას, გამათიშინებს ფეისბუქს, მოასვენებს მაცივრის კარებს და თამბლერზე სურათების თვალიერებაზე უარს მათქმევინებს. ასეთ დროს მახსენდება რატომ მიყვარს კინო და რისი გაკეთება შეუძლია ...

Read More »

“წყვდიადის მარცხენა ხელი”

ავტორი: ფორვე “The only thing that makes life possible is permanent, intolerable uncertainty: not knowing what comes next.” ურსულა კრებერ ლე გუინი სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მწერალია. მის წიგნებს არაერთხელ მოუგიათ ამ ჟანრის ყველაზე  ...

Read More »

რეცენზია: Louie

ავტორი: ირაკლი გუნია კინოს უმთავრესი ის შეუძლია, რომ თავი მარტოდ არ გაგრძნობინოს, ხშირად ამბობდა ხოლმე კრიტიკოსი როჯერ ებერტი. გარკვეულ პერიოდში მეგონა, რომ თავს ვერ დავაღწევდი საბჭოთა ბრუტალისტური არქიტექტურის ყოველდღიურობას, რომლის მსგავსაც ჯეინ ჯეკობსმა „მოსაწყენობის დიდი ლპობა“ უწოდა. ამ დროს კომიკოს ...

Read More »

რეცენზია: Jupiter Ascending

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ვაჩოვსკები ყოველთვის იღებდნენ რევოლუციურ ფილმებს, რომელიც ექსპერიმენტული მიდგომით გამოირჩეოდა. ჯერ იყო ნეო ნუარი ცვალებადი სიუჟეტით და ყველაზე ავთენტური ლესბო ურთიერთობის ილუსტრაციით, შემდეგ ვიზუალური და სიუჟეტური რევოლუცია ”მატრიცას” სახით, ვიზუალური ექსპერიმენტი ”სფიდ რეისერში” და ნარატიული ”ქლაუდ ატლასში”. ახალა ...

Read More »

რეცენზია: American Sniper

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ფენომენოლოგიური სოციოლოგიის წარმომადგენელი ალფრედ შუტცი ჯარისკაცის ფენომენს აღწერს შემდეგნაირად,  რომ სოციოლოგიური თვალთახედვიდან, ჯარისკაცის ცხოვრება ავლენს უცნაურ ამბივალენტობას. ის ხასიათდება იძულების, დისციპლინის, თავს მოხვეული კონტროლირებადი და ნორმატიული სტრუქტურის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით. მოვალეობის, თანამეგობრობის, სოლიდარობისა და სუბორდინაციის გრძნობა – ...

Read More »

რეცენზია: Birdman

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ფილმის დასაწყისში მაიკლ კიტონი კინოტრუსების ისტორიაში ყველაზე ცუდ თეთრ ტრუსში გამოწყობილი, ლოტოსის პოზაში ოთახის შუაგულში ლევიტირებს და იმ კითხვაზე ცდილობს პასუხის მოძიებას, რომელიც კაცობრიობას უკვე მრავალი საუკუნეა აწუხებს და რომელზეც ათასობით ფილოსოფიური თუ თეოლოგიური ტრაქტატებია შექმნილი: რა ...

Read More »