Breaking
Home » Tag Archives: analysis

Tag Archives: analysis

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან გამოკვეთილი თემა სიკვდილი იყო, Neon Bible რელიგიის ირგვლივ სვამდა საყურადღებო აქცენტებს, The Suburbs ინდუსტრიალიზაციის პრობლემებზე საუბრობდა, Reflektor კი თანამედროვე ყოფიერების ტრივიალურობაზე. მუსიკალურად ბენდი იმაზე მეტად ...

Read More »

რეცენზია: Dunkirk

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ”დიუნკერკის” პირველივე კადრში ექვსი ახალგაზრდა ჯარისკაცის ფიგურას ვხედავთ, რომლებიც ძირს დაყრილ პამფლეტებს კითხულობენ, სადაც წერია, რომ თუ სიცოცხლის შენარჩუნება სურთ, უნდა დანებდნენ. ძალიან მალე მეტარეალისტური ხმოვანი ეფექტებით ყურთასმენამდე გასროლის ხმები მოაღწევს, ჯარისკაცები კი როგორც ტირში დაწყობილი სამიზნეები, ...

Read More »

ლა ლა ლენდი: ემოციების სიმფონია

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ტექსტი შეიცავს სპოილერებს ხმოვანი კინოს გამოჩენის შემდეგ, როდესაც გამოსახულებას აუდიო განზომილება დაემატა, ეს ახალი შესაძლებლობა ყველაზე გამომგონებლურად რუბენ მამულიანმა გამოიყენა თავის მიუზიკლში „გიყვარდე დღეს“, სადაც პირველივე სცენაში, რომელიც პარიზში მიმდინარეობს, ქალაქის გამოღვიძება ყოველდღიური ხმაურის სიმფონიად გადააქცია, საგზაო ...

Read More »

რეცენზია: სხვისი სახლი

ავტორი: ბაჩო ოდიშარია კინო ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც დროის მსვლელობასთან ერთად იცვლება და ევოლუციას განიცდის. არ იცვლება ის ფრაზები, რომლითაც ფილმის პერსონაჟები საუბრობენ. მუნჯური ფილმებიდან დაწყებული დღემდე, ადამიანები ისევ ეუბნებიან ერთმანეთს „მე შენ მიყვარხარ“, ადამიანები ისევ ემუქრებიან ერთმანეთს „არ გაინძრე, ...

Read More »

სიკვდილი, როგორც სიცოცხლესთან კომუნიკაციის ფორმა

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ტექსტი შეიცავს სპოილერებს ამერიკელი ლინგვისტი და ფილოსოფოსი ნოამ ჩომსკი ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენებს თეზისს ”უცოპლანეტელის პერსპექტივა”, რომლის მიხედვითაც, უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი, რომელიც დედამიწაზე მიმდინარე გლობალურ მოვლენებს დააკვირდება, დაინახავს გონიერ არსებებს, რომლებიც საკუთარ გონიერებას ერთმანეთის გასანადგურებლად იყენებენ. დაინახავს იმას, ...

Read More »

კენ ლოუჩის სოლიდარობის მანიფესტი

ავტორი: ბაჩო ოდიშარია 1966 წელს კენ ლოუჩმა გადაიღო სატელევიზიო ფილმი „სახლში დაბრუნდი ქეითი“, სადაც იმ პერიოდის ბრიტანეთის სახელმწიფო კეთილდღეობის სისტემის ბრუტალობის შესახებ წარუდგინა ანგარიში საზოგადოებას. ალბათ რთულად თუ წარმოიდგენდა ინგლისელი რეჟისორი, რომ ზუსტად 50 წლის შემდეგ, იგივე თემაზე, სახელმწიფო უსამართლობასა ...

Read More »