Breaking
Home » Tag Archives: bacho odisharia

Tag Archives: bacho odisharia

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან გამოკვეთილი თემა სიკვდილი იყო, Neon Bible რელიგიის ირგვლივ სვამდა საყურადღებო აქცენტებს, The Suburbs ინდუსტრიალიზაციის პრობლემებზე საუბრობდა, Reflektor კი თანამედროვე ყოფიერების ტრივიალურობაზე. მუსიკალურად ბენდი იმაზე მეტად ...

Read More »

რეცენზია: Dunkirk

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ”დიუნკერკის” პირველივე კადრში ექვსი ახალგაზრდა ჯარისკაცის ფიგურას ვხედავთ, რომლებიც ძირს დაყრილ პამფლეტებს კითხულობენ, სადაც წერია, რომ თუ სიცოცხლის შენარჩუნება სურთ, უნდა დანებდნენ. ძალიან მალე მეტარეალისტური ხმოვანი ეფექტებით ყურთასმენამდე გასროლის ხმები მოაღწევს, ჯარისკაცები კი როგორც ტირში დაწყობილი სამიზნეები, ...

Read More »

სიცოცხლის ახალი ფორმები და სიკვდილზე რეფლექსია ”სოუ ფესტივალზე”

სტივენ სპილბერგის ”მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებში” მეცნიერების ჯგუფი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო ხელმძღვანელობს, ცდილობს უცხო ცივილიზაციასთან კომუნიკაციის ფორმა გამოძებნოს და ამისთვის საუკეთეოს მედიუმად მუსიკას შეარჩევს. ვინ იცის რამდენად სურდა იგივე ეფექტის მიღება რობერტ ჰენკეს, როდესაც თავის აუდიო-ვიზუალურ წარმოდგენას, ”ლუმიერ III”-ს ქმნიდა, ...

Read More »

რა ხდებოდა Tbilisi Open Air 2017-ზე

ტექსტში აღბეჭდილია რედაქციის წევრების შთაბეჭდილებები სადღაც ნუცუბიძის მესამე პლატოს ვიყავით ახალი გამოცდენილები, ლისისკენ მიმავალ ავტობუსში, სუპრასტინმა რომ გაგვიხსნა. წინ ისეთი მანქანების კოლონა მიდიოდა, თითქოს გიგანტურ სნეიკს თამაშობდა ვიღაც, ძალიან ნელ სნეიკს, მცირე მანევრირების შესაძლებლობით. ლისის ტბამდე არსებულ სივრცეში მოსეირნე მხრცოვანი ...

Read More »

რას უნდა უყუროთ სინედოკზე

ავტორი: ბაჩო ოდიშარია წელს, 12 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, რიგით მეხუთედ ჩატარდება სინედოკ თბილისი, საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ამ ტიპის კულტურული ღონისძიებაა. ფესტივალი წელს ხუთი ძირითადი თემის ირგვლივ ერთიანდება: სოლიდარობა, ვნება, ფანტაზია, რწმენა და იდენტობა, თუმცა ...

Read More »

”პატერსონი” – ცხოვრების ფილოსოფიის ტრაქტატი ჯიმ ჯარმუშისგან

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ტექსტი შეიცავს სპოილერებს ჯიმ ჯარმუშის წინა ფილმი, “მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან”, მისი ყველაზე გროტესკული ნამუშევარი აღმოჩნდა, ვამპირებით, ხელოვნების ისტორიის რევიზიით, სამომხმარებლო კულტურის კრიტიკით და იკონური მთავარი პერსონაჟებით, რომლებშიც რეტროს და მოდერნის საერთო ბალანსი მათ ერთობას რომანტიკულის მიღმა, აუცილებელსაც ...

Read More »