Breaking
Home » მთავარი » თამაშები » რეცენზია: Witcher 3

რეცენზია: Witcher 3

ავტორები: მევლუდ საბაშვილი და Maynard

ეს ისტორია 1986 წელს იწყება, როდესაც ანჯეი საპკოვსკიმ ლიტერატურული კონკურსისთვის მოთხრობა დაწერა. ისტორია პროფესიონალურ მონსტრებზე მონადირის შესახებ მოგვითხრობდა. კლასიკური ზღაპრების ცინიკური გადმონათხრობი პუბლიკას მოეწონა და მალე საპკოვსკიმ მოთხრობების მთელი კრებული გამოუშვა, რის შემდეგაც ნოველიზაციის ჯერიც დადგა. დღეს ამ მონსტრებზე მონადირის სახელი ყველამ იცის. გერალტ რივიელი. მხედვარი.

საგა გერალტის და მისი შვილობილის, ცირის შესახებ თანამედროვე ფენტეზის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა. პოლონური ნაწარმოები ადგილობრივი დეველოპერების ინტერესის საგანიც გახდა. იმ დროისათვის ლოკალიზატორი CD Projekt RED თავისი პროექტის შექმნაზე ოცნებობდა, ხოლო ეროვნული ღირსების სტატუსის მქონე ფენტეზი საუკეთესო სამუშაო მასალად წარმოსდგებოდა.

თავიდან პროექტი დიაბლოიდი უნდა ყოფილიყო. იზომეტრული კამერით, სადაც მთავარი გმირი უცნობი მხედვარი იქნებოდა, ხოლო გერალტს NPC-ის როლი ეკისრებოდა. ნათელი მომავლის საბედნიეროდ, ვარკსლავები სწორად განლაგდნენ და ეს კონცეფცია უარყოფილი იქნა. გერალტმა მისთვის კუთვნილი მთავარი მოქმედი გმირის სტატუსი დაიბრუნა და თამაში Action-RPG ლიანდაგზე დადგა.

httpv://www.youtube.com/watch?v=TZ_G6XiHoUA

პირველი ნაწილი 2007 წელს გამოვიდა და აუდიტორიამ ის მალევე შეიყვარა, თუმცა მაღალი კლასის პროექტამდე ხარისხობრივი ნიშნებით ბევრი ეკლო. სიუჟეტურად მოქმედება ნოველების დასრულებიდან ხუთი წლის შემდეგ ვითარდებოდა. სიქველი 2009-ში გამოვიდა, რომელიც ძალიან მიუახლოვდა ბაზრის მოწინავეთა პროდუქტებს. შესანიშნავი ვიზუალური შესრულება, დახვეწილი მექანიკა, ჩამთრევი სიუჟეტი, ღვთაებრივი ატმოსფერო, ევროპული თამაშებისათვის დამახასიათებელი დამაბნეველი ინტერფეისი, ყველაფერი ეს ადგილზე იყო, მაგრამ თითქოსდა თამაშს რაღაც აკლდა. ალბათ, ერთი A. საბოლაოდ, ამ წლის 19 მაის ტრიქველი გამოვიდა. The Witcher: Wild Hunt არა მხოლოდ უტოლდება AAA კლასის თამაშებს, არამედ ნებისმერ აქამდე შექმნილ Action-RPG-ს ასწრებს და უმაღლეს სტანდარტებს აყენებს მომავალი პროექტებისათვის.

გერალტს, თავის მენტორთან, ვესემირთან ერთად ვპოულობთ. ცეცხლთან შეკრებილები ისინი ალიონს ეგებებიან. ნახევარი წელი უკვე გზაში არიან. მიზანი მარტივი აქვთ, გერალტის ცოლის, იენიფერის პოვნა. უკანასკნელმა წერილი დატოვა შეხვედრის კონკრეტული ადგილით. მაგრამ, ის სოფელი გადამწვარი აღმოჩნდა, ამიტომ მხედვარები კვალს გაუყვებიან.

ახალი თამაშის სიუჟეტი ყოვლისმომცველი და ამავდროულად სრულყოფილია. სამყარო სავსეა ისტორიებიეთ, რომლებიც ჰარმონიულ სიმბიოზში მოდიან და ერთი ისტორიის მრავალფეროვან ხატს ქმნიან. სწორედ ამ ისტორიის ნაფლეთების შეგროვებით აკინძება მთლიანი, შესანიშნავი ტექსტით დაწერილი ტილო.

CDPR გახსნილი სამყაროს მოდელზე გადავიდა. ეს მექანიკა მეორე თამაშში ნაწილობრივ მუშაობდა, თუმცე იქ უფრო კომპაქტურ, ლოკალურ ვარიანტში იყო წარმოდგენილი. ამჯერად, ჰორიზონტი მართლაც ოთხივე მიმართულებით იშლება. დეველოპერები ამ სივრცეს უფრო მეტი ისტორიების მოსაყოლად იყენებენ. სწორედ დრამატურგია არის ტრიქველის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

სცენარისტები დავალებას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. ზურგსუკან რვა წიგნი და ორი თამაში ჰქონდათ, კარგი სამუშაო მასალაა, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც. ყველაფერი ლოგიკურ დასასრულთან უნდა მოვიდეს და სიუჟეტურმა ხაზებმა ღირსეული ფინალი უნდა მიიღონ. მარტივი არ იქნებოდა ყველაფრის დალაგება, მაგრამ მათ ეს გამოუვიდათ.

Wild Hunt-ში დეველოპერებთან ერთად პერსონალური ისტორიის სცენარისტი თავად მოთამაშეა. გადაწყვეტილებებს ამ თამაშში დიდი მნიშვნელობა აქვს, თანაც იმათსაც, რომლებიც მეორე ნაწილში მიიღეთ. მთელი სათამაშო პროცესის განმავლობაში გადაწყვეტილებების წინაშე დადგებით. ისინი არასდროს არ იღებებიან თეთრ და შავ ფერებათ. მეხდვარის სამყარო ყოველთვის თავისი ნაცრისფერი ტონალობით გამოირჩეოდა. უმეტესობა შემთხვევაში არჩევანი მცირე და დიდ ბოროტებას შორის გექნებათ. მაგრამ, მიუხედავად ნეგატიური გადახრისა, აქაც იმალება ეშმაკი. ზოგჯერ მცირე ბოროტებაა საჭირო, დიდი სიკეთის გასაკეთებლად.

httpv://www.youtube.com/watch?v=c0i88t0Kacs

თამაშში ყველაფერი ისტორიით არის განსჭვალული. პერსონაჟები, ლოკაციები, ნივთები, ურჩხულები, ყველას თავისი ტექსტური ფუნდამენტი აქვს, რომლის ფესვებიც არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ თამაშის სცენარისტების ფანტაზიიდან მოდის. მაგრამ, დიფერამბებს როდი დავუკრავდით მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლებზე რომ იყოს ლაპარაკი.

ისტორიების რაოდენობა უამრავია, მაგრამ ეს მაჩვენებელი ხარისხის შეწირვით არ მიიღება. პირიქით, თითოეული საინტერესო, სრულყოფილი და სხვებთან გადაბმული გამოდის. ზოგჯერ, მომხდარი მოვლენების გასაგებად რამოდენიმე გვერდითი დავალების გასვლა ხდება საჭირო. აქ, CDPR ჟანრში კვესტების სისტემაში დიდი ევოლუციური ნაბიჯი გადადგა.

Wild Hunt-ში გვერდითი დავალებები არა მხოლოდ დანამატებია, არამედ გადაბმული მოვლენათა ქსელი, რომელთა შორის ნათელი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იგრძნობა. რიგ შემთხვევაში, ისინი სულაც ძირითად სიუჟეტურ ხაზში არიან ჩაქსოვილები. დამატებითი დავალებები დადგმის და დაგეგმარების მიხედვით არაფრით ჩამოუვარდებიან ძირითადებს. პერსონაჟები გაცნობას, განვითარებას და ზოგჯერ სიკვდილსაც ასწრებენ. დინამიურად, ყოველგვარი ტემპური არევის გარეშე.

ავტორები: მევლუდ საბაშვილი და Maynard ეს ისტორია 1986 წელს იწყება, როდესაც ანჯეი საპკოვსკიმ ლიტერატურული კონკურსისთვის მოთხრობა დაწერა. ისტორია პროფესიონალურ მონსტრებზე მონადირის შესახებ მოგვითხრობდა. კლასიკური ზღაპრების ცინიკური გადმონათხრობი პუბლიკას მოეწონა და მალე საპკოვსკიმ მოთხრობების მთელი კრებული გამოუშვა, რის შემდეგაც ნოველიზაციის ჯერიც დადგა. დღეს ამ მონსტრებზე მონადირის სახელი ყველამ იცის. გერალტ რივიელი. მხედვარი. საგა გერალტის და მისი შვილობილის, ცირის შესახებ თანამედროვე ფენტეზის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა. პოლონური ნაწარმოები ადგილობრივი დეველოპერების ინტერესის საგანიც გახდა. იმ დროისათვის ლოკალიზატორი CD Projekt RED თავისი პროექტის შექმნაზე ოცნებობდა, ხოლო ეროვნული ღირსების სტატუსის მქონე ფენტეზი საუკეთესო სამუშაო მასალად წარმოსდგებოდა. თავიდან პროექტი დიაბლოიდი უნდა ყოფილიყო. იზომეტრული კამერით, სადაც მთავარი…

Review Overview

- 10

10

აბსოლუტური შედევრი

Summary : თამაში, რომელიც კვინტ ესენსიაა ხელოვნების სხვადასხვა დარგების საუკუნოვანი განვითარებისა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე უამრავი გამოჩენილი ხელოვანის მიღწევა სწორედ აქ იყრის თავს და ტრიუმფალურად აღემართება გამარჯვებულთა ოლიმპზე.

User Rating: Be the first one !
x

Check Also

რეცენზია: Call of Duty: Infinite Warfare

   Infinity Ward არის ჯგუფი რომელმაც 2003-ში გამოიგონა Call of Duty. ოთხი წლის შემდეგ მათ ...